დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ პრიმერა დივიზიონის მე-7 ტურის განრიგი გამოაქვეყნა, ამგვარად ცნობილი ლა ლიგის პირველი კლასიკოს ჩატარებით ზუსტი დრო.
ფედერაციამ დაადასტურა, რომ პრიმერა დივიზიონის პირველი კლასიკო, ”ბარსელონას” და ”რეალს” შორის ”ნოუ კამპზე”, 7 ოქტომბერს, 21:50 საათზე ჩატარდება. ეს მიმდინარე სეზონში ”ნოუ კამპზე” მეორე კლასიკო იქნება ესპანეთის სუპერთასის (3:2) შეხვედრის შემდეგ.
ტიტო ვილანოვას გუნდი მადრიდის ”რეალის” მასპინძლობის წინ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს. ”ბარსას” გასვლითი შეხვედრა პორტუგალიაში, ”ბენფიკასთან” ექნება. ”რეალთან” მატჩის შემდეგ კვლავ სანაკრებო პაუზა იქნება, პრიმერას მე-8 ტურის შეხვედრას გუნდი 20/21 ოქტომბერს, სტუმრად ”დეპორტივოსთან” გამართავს.

