”მანჩესტერ იუნაიტედის” ინგლისელი თავდამსხმელი, უეინ რუნი მსოფლიოს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესის მიიჩნევს.
”ის, თუ როგორ თამაშობს მესი და მისი გოლები – ყველაფერი ერთად წარმოუდგენელი სანახაობაა” – განაცხადა რუნიმ, როდესაც ის გულშემატკივრების შეკითხვებს პასუხობდა ”facebook”-ზე.
”ჩემი აზრით ლეო მესი მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელია” – რუნის ასეთმა კომენტარებმა კიდევ უფრო შეიძლება გააბრაზოს მისი ყოფილი თანაგუნდელი, კრშტიანუ რონალდუ, რომელიც ისედაც ღრმა დეპრესიაშია.



