გუშინ ესპანეთის ეროვნული ნაკრები საქართველოში ჩამოფრინდა. ხვალ, ”დინამო არენაზე” საქართველო მსოფლიოს 2014 წლის შესარჩევ შეხვედრაში ესპანეთს დაუპირისპირდება. შეხვედრა 21:30 საათზე გაიმართება. თბილისში ”ბარსელონას” 9 ფეხბურთელი იმყოფება: ვალდესი, პიკე, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, ინიესტა, სესკი, პედრო და ვილია. ხერარდ პიკემ და სესკ ფაბრეგასმა ”ტვიტერის” საშუალებით გულშემატკივრებს თბილისში ჩაფრენა აცნობეს.

ხერარდ პიკე: საღამო მშვიდობისა საქართველო!! ჩვენ თბილისში ჩავედით!! მგზავრობა დიდხნიანი გამოდგა, თითქმის 6 საათი… სასტუმროში მისვლა გვსურს!!

სესკ ფაბრეგასი: ჩვენ საქართველოში ჩავედით, რა დიდებული მიღება!



