ლეგენდარულმა ჰოლანდიელმა დასმულ კითხვაზე , შეძლებდა თუ არა ის “მილანი”, სადაც მან ევროპის ორი თასი ზედიზედ მოიგო დაემარცხებინა დღევანდელი “ბარსელონა” ასეთი პასუხი გასცა.
“არ ვიცი. დღეს სრულად სხვა ეპოქაა, როცა დღევანდელ ფეხბურთს იმდროინდელს ვადარებ, უნდა ვაღიარო რომ ამ ეპოქის ფეხბურთი უფრო სწრაფია, შესაბამისად ინტერესიც გაცილებით დიდია. ასე რომ შედარება არაკორექტიულია.
სიამოვნებით შევადარებდი, მაგრამ შესადარებელი არაფერია. ჩემი დრო უბრალოდ დიდებული იყო და ჩვენ სიამოვნებას ვღებულობდით თამაშში. ჩვენ ორჯერ ზედიზედ შევძელით ჩემპიონთა თასის მოგება, ამის გახსენებაც კი მე ძალიან ბედნიერს მხდის” – ციტირებს გულიტის სიტყვებს უეფა.



