მადრიდის “რეალის” მცველმა, სერხიო რამოსმა აღიარა, რომ “ბარსელონას” ნახევარმცველი და მისი პარტნიორი ესპანეთის ეროვნულ ნაკრებში, ანდრეს ინიესტა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია.
” ინიესტამ სრულად დამსახურებულად მიიღო უეფას ჯილდო, იმიტომ რომ უკანასკნელ წლებში მან დიდებულად წარმოაჩინა თავი, როგორც ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშე” – ამბობს რამოსი.
ასევე ესპანელმა კრიშტიანუ რონალდუს ირგვლივ, არსებული სიტუაციაც ახსნა: “მე ვფიქრობ, რომ მას არანაირი სერიოზული პრობლემები არ აქვს. ყველა ადამიანს აქვს ცხოვრებაში კარგი და ცუდი პერიოდი. ყველა შემთხვევაში მე კრიშტიანუს მუდამ მხარში ამოვუდგები” – განაცხადა რამოსმა.



