”ბარსელონას” მცველი, ერიკ აბიდალი აგრძელებს ინდივიდუალური პროგრამით ვარჯიშს, რათა დეკემბერში გუნდთან ერთად ვარჯიში დაიწყოს, იტყობინება ესპანური პრესა.
შეგახსნებთ, რომ ფეხბურთელს ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია ჩაუტარდა. საფეხბურთო კარიერის განახელებასთან დაკავშირებით საწინააღმდეგო აზრებიც არსებობს. ზოგიერთი ექიმი მას კარიერის განახლებას არ ურჩეს. ისინი ამტკიცებენ, რომ იმ ადგილში, სადაც ოპერაცია ჩატარდა, თუკი ის დარტყმას მიიღებს არასასურველი მოვლენები შეიძლება განვითარდეს. ისინი ამ ფაქტს იმით ამყარებენ, რომ ფეხბურთი სპორტის კონტაქტური სახეობაა. ფეხბურთელი გაფრთხილებულია, თუმცა მოედანზე დაბრუნებას მაინც გეგმავს.
ამჟამად ერიკი კვირის განმავლობაში 4-ჯერ ვარჯიშობს, წლის ბოლოს კი გამოჩნდება, არის თუ არა ის სათანადო ფიზიკურ კონდიციებში, რათა პროფესიონალური კარიერა განაახლოს.


