კატალონიის “ბარსელონას” ყოფილმა მწვრთნელმა, ფრენკ რაიკარდმა, რომელიც ამჟამად საუდის არაბეთს ხელმძღვანელობს, გაიხსენა მისი ყოფილი ფეხბურთელი ლიონელ მესი. რაიკარდმა ასევე თავისი მოსაზრება გამოხატა კრიშტიანუ რონალდუზეც.
ჰოლანდიელმა არ ისურვა მესისა და რონალდუს ერთმანეთთან შედარება.
“ჩემი მხრიდან ამ ორი ფეხბურთელის ერთმანეთთან შედარება უსამართლობა იქნება, რადგან მე რონალდუსთან ერთად არ მიმუშავია. მესის ძალიან კარგად ვიცნობ, მე მას ვთვლი საუკეთესოდ იმ ფეხბურთელებში, ვისაც დღემდე ვავარჯიშებდი, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე არ ვაფასებ რონალდუს” – განაცხადა რაიკარდმა.



