”ვალენსიასთან” გასამართ შეხვედრამდე გუნდმა დღეს ”ნოუ კამპზე” ვარჯიში გამართა. ტიტო ვილანოვამ განაცხადში 23 ფეხბურთელი შეიყვანა, მათ შორის კარლეს პუიოლი და დანი ალვესი, რომლებმაც თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშეს. ორივე ფეხბურთელმა მადრიდის ”რეალთან” მატჩი გამოტოვა. დანი ალვესს კუნთი აწუხებდა, ხოლო კარლეს პუიოლს სახის ძვალი ჰქონდა მოტეხილი.
დღევანდელ შეხვედრაში ტიტო ვილანოვას შეეძლება ტიაგო ალკნატარას მოედანზე შეშვება, რომელმაც ექიმებისგან თამაშის უფლება მიიღო. გაფართოებულ, 23 კაციან განაცხადში ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელი, კრისტიან ტელიოც მოხვდა. გუნდი ”ნოუ კამპზე” 19:45 საათზე დაბრუნდება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=zPswoQmJOdE]















