დღეს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციამ მე-4 და მე-5 ტურის მატჩების განრიგი გამოაცხადა. ”ბარსელონა” მე-4 ტურში სრუმრად, ”ხეტაფეს” დაუპირისპირდება. მატჩი 15 სექტემბერს, 22 საათზე დაიწყება. ზუსტად ერთი კვირის შემდეგ, ”ნოუ კამპზე” სათამაშოდ ”გრანადა” ჩავა. მატჩი 23:55 საათზე დაიწყება. ამ თამაშებს შორის კი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის შეხვედრა ჩატარდება. 19 სექტემბერს ”ნოუ კამპზე” მოსკოვის ”სპარტაკი” ითამაშებს.
”გუადალახარა” – ”ბარსა ბ”, 20 საათზე
ასევე ცნობილი გახდა სეგუნდა დივიზიონის მატჩების განრიგი. მე-4 ტურში ”ბარსა ბ” გასვლით მატჩს ჩაატარებს. ”გუდალახარასთან” შეხვედრა 8 სექტემბერს, 20 საათზე დაიწყება.
P.S. საათები მითითებულია თბილისის დროით


