ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 დეკემბერი

ერთი დღე “ბარსას” ისტორიაში – 27 დეკემბერი

წარმოგიდგენთ რუბრიკას “ერთი დღე “ბარსელონას” ისტორიაში”. ამჯერად შემოგთავაზებთ “ბარსელონასთან “დაკავშირებულ მოვლენებს, რომლებიც 27 დეკემბერს მოხდა.

თამაშები

27 დეკემბერს “ბარსელონამ” 8 ოფიციალური თამაში ჩაატარა, საიდანაც კატალონიელებმა 2 მოიგეს, 2 ფრედ დაასრულეს და 4 წააგეს.

1942 წელი

ლა ლიგის საშინაო შეხვედრაში “ბარსელონამ” “გრანადა” 5-2 დაამარცხა. მასპინძელთაგან გოლები მარტინმა (3), ბეტანკურმა და სოსპედრამ გაიტანეს.

1960 წელი

ბაზრობათა თასის (ამჟამინდელი ევროპა ლიგა) 1/4 ფინალის პირველ მატჩში “ბარსელონამ” და შოტლანდიურმა “ჰიბერნიანმა” “კამპ ნოუზე” 4-4 ითამაშეს. “ბლაუგრანა” მე-19 წუთზე 0-2, ხოლო 83-ე წუთზე 2-4 აგებდა, მაგრამ თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხა. მასპინძელთაგან 3 გოლი კოჩიშმა გაიტანა, ხოლო ერთი – ევარისტომ.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (3)

  • nika 54
    27 დეკ 2021, 17:40

    ციტატა: El pistolero 9
    ახლა რა მაინტერესებს მომავალ წელსაც გვექნება ეს რუბრიკა?


    იმედია აღარ გაგრძელდება, ვისაც ძალიან დააინტერესებს შეუძლია უკან დაახვიოს, ამის საშუალება არის.

  • EL MAESTRO 6
    27 დეკ 2021, 14:24

    El pistolero 9,
    რომ იყოს ნეტავ როგორი ფორმატით იქნება🤣🤣 ,, რა მოხდა ერთი წლის წინ"

  • El pistolero 9
    27 დეკ 2021, 13:54

    ახლა რა მაინტერესებს მომავალ წელსაც გვექნება ეს რუბრიკა?