დანი ალვესმა, რომლის მონაწილეობა ”რეალთან” მატჩში ბოლო წუთამდე საეჭვო იყო დღეს დეტალური სამედიცინო გამოკვლევა ჩაიტარა. ფეხბურთელს კუნთის სერიოზული ტრავმა არ აქვს, თუმცა მისი თამაში კვირას, ”ვალენსიასთან” გასამართ შეხვედრაში პროგრესზე იქნება დამოკიდებული.
ტიაგომ თამაშის უფლება მიიღო
თავის მხრივ სასიხარული ინფორმაციაა ტიაგო ალკანტარასთვის. 3 თვიანი მკურნალობის შემდეგ, რის გამოც ფეხბურთელს ოლიმპიადის გამოტოვება მოუწია ექიმებმა მას თამაშის უფლება მისცეს.
ვარჯიში ”ბარსა ბ”-სთან ერთად
გუნდმა ”სიუტატ ესპორტივაზე” ”ბარსა ბ”-სთან ერთად ივარჯიშა. ის ფეხბურთელები, რომლებიც მადრიდის ”რეალთან” მატჩში ძირითად შემადგენლობაში იყვნენ მსუბუქად იტვირთებოდნენ. კარლეს პუიოლი და დანი ალვესი მიუხედავად იმისა, რომ გუშინდელ მატჩში მონაწილეობა არ მიუღიათ სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდნენ.














