მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
”რეალი” – ”ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის წინ

”რეალი” – ”ბარსელონა”. ვილანოვა მატჩის წინ

ესპანეთის სუპერთასის განმეორებითი შეხვედრის წინ ტიტო ვილანოვამ ყველას მეტოქის სიძლიერე შეახსენა და გულშემატკივრებს პირველი შეხვედრის ანგარიშის დავიწყებისკენ მოუწედებს.

ტიტო ვილანოვას პირველი გუნდის მთავარი მწვრთნელი რანგში პირველი ტიტულის მოგება შეუძლია. იმის გათვალისწინებით, თუ როგორ დაიწყო ”რეალმა” ესპანეთის ჩემპიონატი მწვრთნელი ყველას სიმშვიდისკენ მოუწოდებს: ”დასრულებულ მატჩებზე ფიქრი არაფერს მოგვიტანს, რადგან იქ ფავორიტები არ იყო და გამარჯვებულის გამოცნობა ძალიან რთული იყო. ჩვენ გვესმის ”ბერნაბეუზე” თამაშის სირთულეები, რადგან ისინი სწრაფი გოლის გატანას შეეცდებიან. თუკი ბურთზე კონტროლს ვერ დავაწესებთ, მაშინ დავისჯებით. სუპერთასის მოგებას მთელი წელი არ ვიზეიმებთ, თუმცა ტიტულის თავს ზემოთ აღმართვა ძალიან კარგი იქნება”.

პუიოლის, სონგის და სესკის სიტუაცია

სახის ძვალი მოტეხვის შემდეგ კარლესმა შეიძლება ”რეალთან” მატჩი გამოტოვოს: ”პუიოლმა ვარჯიშის ნაწილი თანაგუნდელებთან ერთად ჩაატარა და მატჩის დღეს გადავწყვეტთ, ითამაშებს ის თუ არა. თუკი ექიმები უფლებას მისცემენ, მაშინ ის ითამაშებს, თუ არა, მაშინ არ გავრისკავთ”. მწვრთნელმა ასევე დაამატა, რომ მოედანზე გასვლის შემთხვევაში კაპიტანი დამცავი ნიღბით ითამაშებს.

ალექს სონგის შესახებ მწვრთნელმა განაცხადა: ”თქვენ ნახავთ, რომ მას მიეცემა სათამაშო დრო მიუხედავად იმისა, თუ როგორ წარიმართება შეხვედრა”.

ფაბრეგასის ცუდი თამაში ასევე არ დარჩენილა პრეს-კონფერენციის მიღმა: ”არანორმალურია ის, რომ ფეხბურთელის თამაში 3 ტურის შემდეგ შეაფასო. მან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ წინ შესანიშნავი სეზონი ელის”.

გაყიდვები?

ასევე მთავარმა მწვრთნელმა განაცხადა, რომ ესაუბრა აფელაის, ფონტასს და დოს სანტოსს, რომლებსაც განუცხადა, რომ კლუბიდან წასვლის სურვილის შემთხვევაში მათ არ დააბრკოლებდნენ: ”ჩვენ ბევრი ფეხბურთელი გვყავს. მათ შეხვედრაზე ვუთხარი, რომ ბევრ სათამაშო დროს ვერ მიიღებდნენ”.

მატჩის მსაჯზე

მატჩის მსაჯზე, მატიე ლაოსზე მთავარმა მწვრთნელი მცირე კომენტარი გააკეთა: ”ის კარგი მსაჯია. ვიცით, რომ ფეხბურთელებს ბრძოლის საშუალებას აძლევს, თუმცა მსაჯი ორივე გუნდისთვის ერთნაირია”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში