ლიონელ მესი: “ჩვენ შევძელით და ვიპოვეთ გზა, რომლითაც დავლაშქრეთ მეტოქის კარი. ვაგებდით, მაგრამ მეორე ტაიმში გარდატეხა მოვახდინეთ. ყოველთვის რთულია პამპლონაში გამარჯვება. მატჩის წინ ტიტო ვილანოვამ მართლაც შესანიშნავად მოგვამზადა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ გუნდი სწორ გზას ადგას და იგებს შეხვედრებს. ვიცოდით, რომ იოლი გასეირნება არ გველოდა და გამიმართლა, რომ კიდევ ერთხელ გავიტანე. მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ რთული თამაში გველის და უნდა მოვემზადოთ”.
სერხიო ბუსკეტსი: “ურთულესია ამ სტადიონზე თამაში, რადგან “ოსასუნაც” ძლიერია, შესანიშნავი თამაშის სტილი აქვთ და ბრწყინვალე ფანობა. მოვიპოვეთ სამი უმნიშვნელოვანესი ქულა”.
პედრო როდრიგესი: “ურთულესი შეხვედრა იყო და ძალიან ძნელია აქ გამარჯების მოპოვება. “ოსასუნა” არის მეტოქე, რომელიც დაუღალავად ახორციელებს პრესინგს და მაქსიმალურად უზღუდავს სივრცეს ოპონენტს, რითაც ურთულებს მას საკუთარი თამაშის ჩვენებას. ურთულესი ბრძოლა გადავიტანეთ და შესანიშნავი “ქამბექი” (Comeback-დაბრუნება) გამოგვივიდა. პირველ ტაიმში ფორტუნამ ზურგი გვაქცია, თუმცა მეორე ნახევარში ლიონელ მესიმ ორჯერ გაიტანა. მართალია, ფეხბურთელები მზად არიან ფიზიკურად, მაგრამ მაინც ახალი დაწყებულია სეზონი. ასე უნდა განვაგრძოთ. დიდებულად ვგრძნობ თავს. ახლა გველის ბრძოლა “ბერნაბეუზე” და კარგად უნდა მოვემზადოთ”.
ანდრეს ინიესტა: “რთულია ამ სტადიონზე თამაში. “ოსასუნა” ძალიან სახიფათო გუნდია. ვიცოდით, როგორი თამაშიც გველოდა და მძიმე ბრძოლაში სამი ქულა მოვიპოვეთ. მოხარულები ვართ მოგებით”.
ხორდი ალბა: “მწვრთნელმა და ფანებმა გაშლილი ხელებით მიმიღეს. ძალიან ბედნიერი ვარ იმით, რომ ასე კარგად ვგრძნობ თავს გუნდში”.



