“კმაყოფილი ვარ იმით, რომ კარგი თამაში ვაჩვენეთ. ჩვენ ვდომინირებდით და ვქმნიდით საგოლე მომენტებს. ვფიქრობ, მადრიდელებმა გოლები სწორედ მაშინ გაიტანეს, როცა მათ ძალიან წაადგებოდათ. “ბერნაბეუზე” მივდივართ ბოლომდე საბრძოლველად”.
“ანგარიში ისეთია, რომ დამშვიდების უფლება არ გვაქვს. რა თქმა უნდა, კარგია გამარჯვება, თუმცა ორმატჩიან დუელში ყოველთვის კარგია ფორით მოგება. 4:1-ის მაგივრად 3:2 მორჩა”.
“სწორედ მე ვთხოვე ვალდესს ამის გაკეთება! თუ ის ბურთს მოიგერიებდა, მაშინ საკუთარ სტილს ვუღალატებდით, რომელიც პასებზეა დაფუძნებული. ამ წლების განმავლობაში უამრავ შეხვედრაში დაგვეხმარა ვიქტორი და უდიდესია მისი წვლილი ასეთი გუნდის შექმნაში”.
“პედრო ბრწყინვალედ გამოიყურებოდა ემოციურადაც და ფიზიკურადაც. იმედი მაქვს, ის აღარ მიიღებს ტრავმებს. ძალიან საიმედო ფეხბურთელია. პედრიტო ძალიან ეხმარება გუნდს და ყოველთვის იტანს, როცა თამაშობს”.



