ლა ლიგაში დებიუტის შემდეგ დღეს გუნდი ”სიუტატ ესპორტივაზე” აღდგენით ვარჯიშს დაუბრუნდა. სესიაზე ის 11 ფეხბურთელი იმყოფებოდა, რომლებიც ძირითადში შემადგენლობაში იყვნენ (ვალდესი, ალვესი, პუიოლი, მასკერანო, ალბა, ბუსკეტსი, ჩავი, სესკი, მესი, ტელიო, პედრო) და ინიესტა, ადრიანო, ალექსისი, პიკე და პინტო.
ტიაგო ალკნატარა კვკლავ განცალკევებით, სპეციალური პროგრამით აგრძელებს აღდგენით ვარჯიშებს.
უკან 20:15 საათზე
მთელი გუნდი, მათ შორის ისინი, ვინც დილის ვარჯიშზე არ იყვნენ – ვილია, მონტოია, ბარტრა, აფელაი, ფონტასი, დოს სანტოსი და სერხი რობერტო ”ნოუ კამპზე” 20:15 საათზე დაბრუნდებიან. ჟოან გამპერის ტურნირზე ახალი სეზონისთვის გუნდის წარდგენა ხდება, ამიტომაც შეხვედრას ყველა ფეხბურთელი დაესწრება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=pJXFJobiQVM]
















