მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა”-“სოსიედადი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

“ბარსელონა”-“სოსიედადი”. ფეხბურთელები მატჩის შემდეგ

ჩავი ერნანდესი: “შესანიშნავად დავიწყეთ სეზონი, არ ვღალატობთ საკუთარ ფილოსოფიას. ფეხბურთელები არ უნდა აღელდნენ და მიმდინარე სეზონში უნდა ვეცადოთ ყველა შესაძლო ტიტული მოვიპოვოთ. ძალიან მნიშვნელოვანია პირველივე ტურში სამი ქულა. მატჩის საუკეთესო მომენტი დავიდ ვილიას დაბრუნება იყო. იგი თავს კარგად გრძნობს და გოლიც შეაგდო”. 

 

პედრო როდრიგესი: “მე ბედნიერი ვარ, რადგან მოვიგეთ და გოლით დავეხმარე გუნდს. დიდებულად ვგრძნობ თავს. გუნდი ნელნელა იწყებს მაღალ დონეზე თამაშს და დღეს შესანიშნავად გამოვიყურებოდით. ყოველთვის საჭიროა სეზონს ამგვარად დაწყება. ჩვენ გვწამს ჩვენი ფილოსოფიის. კარგი შედეგი იყო, მაგრამ წინ კიდევ უამრავი შეხვედრა გველის. სწორად დავიწყეთ სეზონი. თამაშის საუკეთესო ნაწილი დავიდის დაბუნება იყო. მან გაიტანა გოლი და დიდი პატივია მისი ჩვენთან ყოფნა”. 

 

დანიელ ალვეში: “ნამდვილად კარგად ვითამაშეთ. ძალიან ორგანიზებულ გუნდს მოვუგეთ. მათი გოლის შემდეგ არ დავინებით და კარგად ვიმოქმედეთ. ჩვენმა მეტოქეებმა უნდა იცოდენ, რომ “ბარსელონა” აქაა! გვსურს საკუთარი სათამაშო სტილი გავაუმჯობესოთ და დავხვეწოთ”. 

 

ხავიერ მასკერანო: “სეზონის შესანიშნავი სტარტი. ასე უნდა განვაგრძოთ!” 

 

კრისტიან ტელიო: “ის, რაც მართლა მნიშვნელოვანია ჩემთვის, არის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელებთან ერთად თამაში”.

 

ხერარდ პიკე: “ყოველთვის მნიშვნელოვანია ლა ლიგის გამარჯვებით დაწყება. ძალიან ბედნიერი ვარ ამ სამი ქულის გამო”. 

 

კარლეს პუიოლი: “ძალიან გახარებული ვარ იმით, რომ გავიმარჯვეთ და იმითაც, რომ “ელ გუახემ” შეაგდო”. 

 

[media=http://www.youtube.com/watch?v=pHL1R-v5g5U]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში