“ბარსა ბ”-ს მწვრთნელი უსებიო საკრისტანი კმაყოფილია თავისი გუნდის შედეგით, რომელიც მათ ინგლისში ჩატარებული 5 დღიანი ტურნეს დროს აჩვენეს. შეგახსნებთ, რომ ისინი უკვე დაბრუნდნენ ბარსელონაში.
კატალონიელებმა დაამარცხეს “ჰადერსფილდი” ანგარიშით 2:0 და ფრედ ითამაშეს “ბოლტონთან”. (0:0)
“ვფიქრობ ეს ორი მატჩი ხელს შეუწყობს ჩვენი სეზონის კარგ დაწყებას. მოწინააღმდეგედ გვყავდა ორი ძლიერი გუნდი და შევძელით მათთვის ღირსეული წინააღმდეგობის გაწევა. ინგლისელები გამუდმებით ცდილობდნენ ჩვენთვის ბურთის ართმევას, სიმართლე გითხრათ ეს კარგი ვარჯიში გამოვიდა ჩემი ფეხბურთელებისათვის. ვფიქრობ ახალბედა ფეხბურთელებმა უკვე გაიარეს ადაპტაცია გუნდში.
“ბარსა ბ”-ს პირველი მატჩი “სეგუნდა ა”-ში გაიმართება 17 აგვისტოს, სტადიონ “მინიესტადიაზე”, კლუბ “ალმერიას” წინააღმდეგ. ჩვენ შეგვიძლია წყნარად დავიწყოთ სეზონი, მაგრამ ზოგიერთ ფეხბურთელი ჯერ მწყობრში ვერ მოვიდა. გაგვიმართლა, რომ გუნდის დიდი ნაწილი უკვე მზადაა სათამაშოდ. ვთვლი, რომ გულშემატკივრები, რომლებიც მოვლენ ჩვენს პირველ მატჩზე, არ ინანებენ. მათ მოეწონებათ “ბარსა ბ”-ს თამაში” – ციტირებს ეუსებიოს “ბარსელონას” ოფიციალური საიტი.


