კამერუნის ეროვნული ნაკრებისა და ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი, ალექს სონგი აცხადებს, რომ კატალონიის “ბარსელონა” მსოფლიოს საუკეთესო კლუბია. აქვე გეტყვით, რომ კატალონიელების ინტერესშია კამერუნელი ფეხბურთელი, რაზეც თავად სონგი აცხადებს, რომ სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. იტყობინება “Sky Sports”.
“ბარსელონა” – ეს მსოფლიოს საუკეთესო გუნდია, ხოლო, რაც შეეხება ჭორებს, ისინი გაგრძელდება 31 აგვისტომდე, მანამ, სანამ სატრანსფერო ფანჯარა არ დაიხურება. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ კატალონიელებს ჩემდამი ინტერესი არ გამოუხატავთ, მაგრამ ახლა “მეთოფეთა” რიგებში ვირიცხები და ბედნიერი ვარ”.
მიუხედავად იმ ორი წელიწადისა, რომელიც სონგს აკავშირებს “არსენალთან”, “ბარსელონას” ძალიან უნდა კამერუნელის გადმობირება, რადგან 1 კვირაში იწყება ლა ლიგა.


