ადრიანო, რომელმაც ტრავმის გამო ”პსჟ”-სთან მატჩი გამოტოვა დღეს თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. ჯონათან დოს სანტოსი კი დარბაზში სპეციალური პროგრამით ვარჯიშობდა. სესიაზე ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები, სერხი რობერტო, ტელიო, რაფინია მასიპი იმყოფებოდნენ.
გუნდმა 1 დღიანი დასვენების შემდეგ ”სიუტატ ესპორტივას” მესამე მოედანზე ვარჯიში განაახლა. სესიაზე იმყოფებოდა ადრიანო კორეია, რომელსაც მიკროტრავმა აწუხებდა. ტიტო ვილანოვას განკარგულებაში ”ბარსა ბ”-ს 4 ფეხბურთელი იმყოფებოდა.
ვარჯიში ჟირონაში
დღეს გუნდი მეორე სავარჯიშო სესიასაც ჩაატარებს. სესია ჟირონაში, ”მონტილივის” სტადიონზე ჩატარდება. სესია 18:45 საათზე დაიწყება და ღია იქნება.
[media=http://www.youtube.com/watch?v=2vF10XZdXzI]





















