მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
აბიდალი: ”ჩემი მიზანი მოედანზე დეკემბრამდე დაბრუნებაა”

აბიდალი: ”ჩემი მიზანი მოედანზე დეკემბრამდე დაბრუნებაა”

ერიკ აბიდალმა გუშინ ძალიან ოპტიმისტური გზავნილი გააკეთა ”ბარსელონას”, საფრანგეთის და საერთოდ ფეხბურთის მოყვარული ადამიანებისთვის.

გუშინდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ აბიდალს მცირე ინტერვიუ ფრანგულმა ტელევიზიამ ჩამოართვა. მცველმა კი გზავნილი გააკეთა, სადაც ნათელია, რომ კატალონიური კლუბის გულშემატკივრებს ოპტიმიზმის საფუძველი აქვთ: ”თავს კარგად ვგრძნობ. ჩემი მიზანია, რომ საფეხბურთო მოედანს დეკემბრამდე დავუბრუნდე. აღდგენითი კურსი თავდაპირველად ძალიან რთული იყო, განსაკუთრებით ოპერაციის შემდეგ, სადაც გართულებები იყო. ახლა კი დროა საჭირო”.

შეხვედრის დაწყების წინ ერიკმა მცირე ინტერვიუ ”BeIN Sport”-ს მისცა, სადაც განაცხადა: ”როგორც ექიმები მეუბნებიან, მე დრო მჭირდება და მანამ დავიცდი, სანამ საჭირო იქნება”. გუნდის შესახებ მცველმა განაცხადა: ”პირველ წელს ტიტოსთვის კარგი იქნება გაიმეოროს ის მიღწევები, რაც პეპმა გააკეთა პირველ სეზონში. ტაქტიკურად ტიტო ძალიან ძლიერია, შეუძლია სისტემის შეცვლა. იმედი მაქვს, რომ მესი ძალიან ძლიერი იქნება და არ მიიღებს დაზიანებებს”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში