”ბარსელონას” ყოფილმა ფეხბურთელმა, სეიდუ კეიტამ, რომელიც ჩინურ ”დალიან აერბინში” გადაბარგდა უარყო წინა დღეებში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მან პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.
შეგახსნებეთ, რომ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად კეიტა განაწყენებული იყო იმით, რომ მწვრთნელის ნდობას ვერ იმსახურებდა და ეს მან გვარდიოლას პირისპირ საუბარშიც დაუდასტურა.
”მე არასდროს მისაუბრია ცუდად ადამიანებზე. ეს ეხება გვარდიოლას და ”ბარსელონას” ნებისმიერ წარმომადგენელს. მე ზუსტად 2 დღის წინ ვისაუბრე გვარდიოლასთან და ბუსკეტსთან. ”ბარსელონა” ისე დავტოვე, რომ ყველასთან შესანიშნავი ურთიერთობა მქონდა, ასე რომ არავინ ისაუბროს იმის შესახებ, რომ კლუბთან ცუდი დამოკიდებულება მქონდა. მე ჩინეთში ვიმყოფები, მაგრამ ”ბარსელონა” ყოველთვის ჩემს გულში დარჩება” – განაცხადა კეიტამ.



