გუნდმა დღეს დილით ვარჯიში გამართა. პირველი გუნდის 19 ფეხბურთელთან ერთად სესიაზე იმყოფებოდნენ ოიერი, სერხი რობერტო, პლანასი და რაფინია.
მას შემდეგ, რაც გუშინ გუნდმა ორმაგი სავარჯიშო სესია გამართა დღეს მხოლოდ 1 ვარჯიში ჩატარდება. გუნდი ”სიუტატ ესპორტივაზე” 9 საათზე შეიკრიბა. ვარჯიშში მონაწილეობა პირველი გუნდის 19-მა და ”ბარსა ბ”-ს 4-მა ფეხბურთელმა მიიღო.
სესიაზე არ იმყოფებოდნენ ისააკ კუენკა და ტიაგო ალკანტარა. ასევე გუნდს აკლდა ჟორდი ალბა და მარტინ მონტოია, რომლებიც ოლიმპიადაზე ასპარეზობას დღეს დაასრულებენ.
ორმაგი ვარჯიში ხუთშაბათს
გუნდი ხვალ ორ სავარჯიშო სესიას გამართავს და გააგრძელებს შაბათს, ”პსჟ”-სთან გასამართი ამხანაგური შეხვედრისთვის მზადებას.



















