გუშინ გუნდმა დღის მეორე სესია ჩაატარა. ვარჯიშის დაწყებამდე ფეხბურთელები მოედნის ცენტრში შეიკრიბნენ და თანაგუნდელებს, დავიდ ვილიას (სრულად გამოჯანრთელება) და ხავიერ მასკერანოს (კონტრაქტის 2016 წლამდე გახანგრძლივება) მიულოცეს.
ტიტო ვილანოვას განკარგულებაში 21 ფეხბურთელი იყო. აქედან 19 პირველი გუნდის წევრი, ხოლო 2 ”ბარსა ბ”-ს (სერხი რობერტო და ოიერი). ოთხშაბათს გუნდი მხოლოდ ერთ, დილის სესიას ჩაატარებს, რომელიც დახურულ კარს მიღმა ჩატარდება. ვარჯიშის დასრულების შემდეგ ხერარდ პიკე პრეს-კონფერენციას გამართავს.

















