workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი მატჩის განაცხადში მოხვდა

მესი მატჩის განაცხადში მოხვდა

არგენტინელმა, რომელმაც ტრავმის გამო ”ჰამბურგთან” გამართული შეხვედრა გამოტოვა ტანგერში გასამართი მატჩის 22 კაციან განაცხადში მოხვდა.

ილიე, მუნიესა და რომანი ტრავმების გამო ამ შეხვედრას გამოტოვებენ, თუმცა მესის მსგავსად მაროკოში ლომბანი, კიკო ფემენია და გუსტავო გაემგზავრებიან.

გუშინდელ ვარჯიშის დასრულების შემდეგ ტიტო ვილანოვამ იმ 22 ფეხბურთელის სია გამოქავეყნა, რომლებიც დღეს, ”რაჯა ატლეტიკთან” შეხვედრაში მიიღებემ მონაწილეობას. განაცხადში პირველი გუნდის 9 და ”ბარსა ბ”-ს 13 ფეხბურთელია.

წინა დღის მსგავსად გუნდთან ერთად ვარჯიშობდნენ მესი და პუიოლი. ილიე კი ფიზიოთერაპევტთან ერთად აღდგენით ვარჯიშებს ასრულებდა. ექიმების ვარაუდით მისი ტრავმა არ არის სერიოზული, თუმცა უსაფრთხოების მიზნით ის დღევანდელ შეხვედრას გამოტოვებს.

ვილანოვა და მისი გუნდი 10:15 საათზე ”ნოუ კამპიდან” ”ეს პრატის” აეროპორტში გაემგზავრება. გუნდის თვითმფრინავი ბარსელონას 11 საათზე დატოვებს. ჩაფრენისთანავე ფეხბურთელები სასტუმროში გადაინაცვლებენ, სადაც შეხვედრის დაწყებამდე დაისვენებნ. შეხვედრა 22 საათზე დაიწყება.

გუნდი ბარსელონაში კვირას დაბრუნდება. მაროკოდან თვითმფრინავი 09:30 საათზე გამოფრინდება და ”ელ პრატის” აეროპორტში 13:10 საათზე დაეშვება.

მატჩის განაცხადა ასეთია: პინტო, ოიერი, ალვესი, ბარტრა, ლომბანი, სერხი რობერტო, დეულოფეუ, დოს სანტოსი, სანჩესი, მესი, რაფინია, მასკერანო, კიკო ფემენია, სერხი გომესი, ლობატო, პატრიკი, პლანასი, აფელაი, ადრიანო, ბალიუ, ესპინოსა, გუსტავო. 

                                  [media=http://www.youtube.com/watch?v=ptTlbQKmfYY]

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward