“ბარსა ბ”-ს ახალწვეულ, პორტუგალიელ ედგარ იეს ოპერაცია სჭირდება. ეს მას შემდეგ დადგინდა, რაც ტრავმირებული ფეხბურთელი “ბარსელონას” ექიმებმა დეტალურად გასინჯეს.
ედგარ იე “ბარსელონაში” რამდენიმე დღის წინ გავადივა. “სპორტინგის” ყოფილმა ფეხბურთელმა ევროპის 19 წლამდელთა ჩემპიონატი მარცხენა ფეხის ტრავმის გამო გამოტოვა. როგორც ირკვევა, 18 წლის ფეხბურთელის გამოჯანმრთელება ოპერაციის გარეშე არ ხერხდება.
ახალგაზრდა პორტუგალიელს ოპერაცია უახლოეს მომავალში ჩაუტარდება და ამის შემდეგ გაირკვევა, რა დრო დასჭირდება მის გამოჯანმრთელებას.


