მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესი: ”ტაქტიკური ცოდნა გვარდიოლასგან მივიღე”

მესი: ”ტაქტიკური ცოდნა გვარდიოლასგან მივიღე”

”ბარსელონას” ფეხბურთელმა, ლეო მესიმ საქებარი სიტყვებით გაიხსენა ყოფილი თავკაცი, პეპ გვარდიოლა.

კონკრეტულად კი მესიმ განაცხადა, რომ გაცილებით ძლიერი გახდა მისი ტაქტიკური ცოდნა მას შემდეგ, რაც გუნდის სათავეში გვარდიოლა იმყოფებოდა.

”პეპი ჩემს კარიერაში ძალიან დამეხმარა. მასთან ერთად მუშაობისას ტაქტიკურადაც ვიზრდებოდი. ჩვენ რამდენიმე წელი რაიკაარდთან ერთადაც ვმუშაობდით, თუმცა ასეთი შესამჩნევი წინსვლა არ იყო. პეპ გვარდიოლამ კი ძალიან მცირე დროში ყველაფრის შეცვლა მოახერხა. მე ბევრი რამ ვისწავლე მისგან. ამჟამად არ ვგეგმავ, რომ მომავალში მწვრთნელი გავდხდები, თუმცა ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ამ შემთხვევაში კი ჩემი ცოდნის გამოყენება მომიწევს” – განაცხადა მესიმ.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში