მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ტიტო ვილანოვა ფეხბურთელებზე საუბრობს

ტიტო ვილანოვა ფეხბურთელებზე საუბრობს

”ბარსელონას” მწვრთნელმა ისაუბრა იმ ფეხბუთელებზე, რომლებიც მომავალ სეზონში გუნდის წარმატების მთავარი შემოქმედები იქნებიან და მათზე, ვინც გასული სეზონის ტრავმების გამო გააცდინა. მწვრთნელი იმედოვნებს, რომ ალექსის სანჩესს, რომელმაც დიდი დრო ტრავმების გამო გამოტოვა და სესკ ფაბრეგასი, რომელმაც ახლახანს ევროპის ჩემპიონატი მოიგო მეორე სეზონში მეტად სერგებლიანები იქნებიან. ტიტო ვილანოვა ასევე ძალიან მოხარულია ჟორდი ალბას შეძენით.

ლეო მესი

”ის ძალიან კარგია, ის ერთ-ერთი იმ ფეხბურთელთაგანია, რომელიც ფიზიკურ მომზადებას დიდ ყურადღებას აქცევს. მას ესმის პრე-სეზონის მნიშვნელობა. ყოველი დღის შემდეგ ის მეტად უკეთესი ფეხბურთელია, ეხმარება გუნდს დაცვაში, ის პირველია, რომელიც ყველაზე წინ აკეთებს პრესინგს და მას კვლავ შეუძლია გაზრდა”.

ალექსის სანჩესი

”ალექსისი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, კლუბმა გასულ წელს მისი შეძენისთვის ბევრი იშრომა. მას ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა, რამაც სწრაფ ადაპტირებაში ხელი შეუშალა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ეს წელი მისთვის გასულ წელზე, რომელიც ასევე კარგი იყო გაცილებით უკეთესი იქნება”.

ჟორდი ალბა

”ძალიან მოხარული ვარ ჟორდი ალბას შეძენის გამო, ეს პრიორიტეტი იყო. ის ფაქტი, რომ ევროპის ჩემპიონატზე მან გაიბრწყინა იმედს გვაძლევს, რომ არ შევმცდარვართ (მისი შეძენით). ოლიმპიადაზე მისი გამგზავრება ჩვენს გეგმებს ხელს არ უშლის. ის ახალგაზრდაა და მოხარული იყო ოლიმპიადაზე გამგზავრების გამო, ასეთი შანსი მეტი არ მოგეცემა. ერთადერთი რაც მაწუხებს ისაა, რომ მას შეიძლება დასვენებისთვის დრო არ ეყოს. დრო გვაჩვენებს, დაისვენა თუ არა მან საკმარისად, მაგრამ სრულად მესმის ესპანეთის მწვრთნელის, რადგან მას საუკეთესო შემადგენლობის წაყვანა სურდა”.

სესკ ფაბრეგასი

”გამარჯვება ყოველთვის ამაღლებს მორალს. მისი მეორე სეზონი პირველზე გაცილებით უკეთესი იქნება. ჩვენ ვნახეთ, რომ ის უფრო კომფორტულად თამაშობს 3-4-3 სქემის დროს, ასევე შეუძლია მატყუარა ცხრიანის თამაში. მას ბავშვობიდან ვიცნობ და ვიცი, რომ როცა თავდამსხმელის პოზიციაზე თამაშობდა შეგრძნება ჰქონდა, რომ ტრადიციული 6-იანიც პოზიციაზე იმყოფებოდა (მაგალითად ჩავის პოზიცია)”.

დავიდ ვილია

”ეს ძალიან კარგი სიახლეა. ვნახე, რომ ის არდადეგებზე ვარჯიშობდა და ძალიან მოუმატა. ვიმედოვნებთ, რომ ის რაც შეიძლება სწრაფად დაბრუნდება, მაგრამ მის დაბრუნებას არ დავაჩქარებთ, რადგან მნიშვნელოვანია, რომ მაშინ ითამაშოს, როცა სრულად აღდგება”.

იბრაჰიმ აფელაი

”აფელაი დიდებული ფეხბურთელია შესანიშნავი შესაძლებლობებით, მაგრამ მას ძალიან სერიოზული ტრავმა ჰქონდა. ჩვენ უნდა ვნახოთ, თუ როგორ იგრძნობს ის თავს პრე-სეზონის დროს”.

ჟერარდ დეულოფეუ

”მას წლებია ვიცნობთ. მას დიდი პოტენციალი აქვს. ჩვენ ვერ დავაჩქარებთ მის პირველ გუნდში გადმოყვანას, მისი ადგილი ”ბარსა ბ”-შია და მან უნდა გააუმჯობესოს თამაშის სხვადასხვა ასპექტები. ერთადერთი რაზეც მან უნდა იმუშავოს მისი თამაშია”.

ბოიან კრკიჩი

”ის ფანტასტიური ფეხბურთელია. ის პირველ გუნდში ძალიან ახალგაზრდულ ასაკში გადაიყვანეს. როცა მას თამაშის შანსი ეძლეოდა, ყოველთვის იჩენდა თავს გატანილი გოლებით”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში