“ბარსელონას” პირველი გუნდისგან განსხვავებით, კატალონიელთა მე-2 გუნდმა ახალი სეზონისთვის მზადება უკვე დაიწყო და ეუსებიოს შეგირდებმა პირველი ამხანაგური მატჩის გამართვაც მოასწრეს.
15 ივლისს, “ბარსა ბ” კატალონიურ “პალამოსს” გაეჯიბრა. მატჩი ეუსებიო საკრისტანის გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.
“ბარსა “ბ-ს ფეხბურთელებმა ანგარიში 44-ე წუთზე, მას შემდეგ გახსნეს, რაც როდრიმ მეტოქე გუნდის მცველის შეცდომით ისარგებლა. შესვენების შემდეგ, “ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები დიდ უპირატესობას ფლობდნენ, რაც კიდევ ერთ გატანილ გოლში გამოისახა. ამჯერად, თავი გუნდის ახალწვეულმა, ჟოან ანხელ რომანმა გამოიჩინა.
სეზონის დაწყებამდე, კატალონიელები კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. 8 და 10 აგვისტოს, ინგლისური ტურნეს დროს, “ბარსა ბ” “ჰადერსფილდ თაუნსა” და “ბოლტონს” დაუპირისპირდება.


