მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო როდრიგესის ინტერვიუ

პედრო როდრიგესის ინტერვიუ

ამჯერად ბლიც-კითხვებს ”ბარსელონას” და ესპანეთის ნაკრებიც ფეხბურთელი, პედრო როდრიგესი პასუხობს, რომლის გაბრაზებაც რთულია. მიუხედავად იმისა, რომ ჯგუფურ ეტაპზე მას საერთოდ არ უთამაშია მაინც ძველებურად იღიმის.

 – რა ღირს ქათამი?

 – არ ვიცი.

 – კარგი კალიგრაფია გაქვს?

 – დიახ, ძალიან ლამაზი.

 – მოგწონს კროკეტი? (ესპანური კერძი, კატლეტის მსგავსი)

 – დიახ.

 – რატომ ვხუჭავთ თვალებს, როცა ვაცემინებთ?

 – ინსტიქტი.

 – რამდენი გოლი გაიტანა ვილიამ ნაკრებში?

 – 45.

 – სად მდებარეობს რეგიონი ანტიგუო?

 – არ ვიცი.

 – ინიესტას ღვინო გაგისინჯავთ?

 – ის კარგია, ისივე როგორც ანდრესი.

 – მუსიკა, რომელსაც მოედანზე გასვლის წინ უსმენ?

 – ყველაფერი ერთად.

 – რატომ ეხმარება ხელისუფლება ბანკებს და არ ფიქრობს მოსახლეობაზე?

 – ეს ჩემთვის რთული შეკითხვაა.

 – რამდენი შეხვედრა ჩაატარა ნაკრებში ტონი გრანდემ?

 – არ ვიცი.

 – რა სიხშირით ჭრიან დელ ბოსკეს ულვაშებს?

 – ალბათ 3 დღეში ერთხელ. თუმცა არ ვიცი.

 – რომელ გუნდში თამაშობს ლატო?

 – ვინ? წარმოდგენა არ მაქვს.

 – სად მდებარეობს ოსვენციმი?

 – აქ, პოლონეთში.

 – ყოველთვიურად ბენზინში რამდენს ხარჯავ?

 – ჩემი მანქანა ბევრ ბენზინს ჭამს. თვეში 250-300 ევროს ვხარჯავ.

 – როდის იწყება სან-ფერმინის ფესტივალი?

 – არ ვიცი.

 – სად გსურთ შვებულების გატარება?

 – ტენერიფეში.

 – როგორ მიიღო ნეგრედომ თავზე ჭრილობა?

 – ვფიქრობ, რომ მატჩის დროს.

 – რამდენ კილოს იწონიდა კასილიასი დაბადებისას?

 – ბევრს. იკერი ძალიან დიდია.

 – ”ლივერპულის” რამდენი გულშემატკივარი დაიღუპა1989 წლის ტრაგედიისას?

 – 96.

 – რაშია ”ფურია როხას” საიდუმლო?

 – იმაში, რომ ერთიანები ვართ.

 – სად შეიძლება ლუდის დალევა?

 -არ დალიოთ ის. უმჯობესია წყლის დალევა.

 – რატომ აფურთხებენ ხშირად ფეხბუთელები მატჩის დროს?

 – რადგან პირი შრება.

 – რისთვის იყენებთ ”ტვიტერს”?

 – რათა წერილები გავგზავნო.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში