“ატლეტიკო მინეიროს” ბრაზილიელმა ნახევარმცველმა რონალდინიომ განაცხადა, რომ კატალონიის “ბარსელონას” თავდამსხმელი ლიონელ მესი და “სანტოსის” ფორვარდი ნეიმარი მსოფლიოში საუკეთესოები არიან.
“ჩემი შეხედულებით, ნეიმარს ფეხბურთში ყველაფერი შეუძლია. იგი უკვე ახლა ერთ–ერთი საუკეთესოა მსოფლიოში და გააჩნია უდიდესი პოტენციალი, რომ რამდენიმე ხნის შემდეგ ყველას გადაუჯოკროს.”
“თუმცა მეორეს მხრივ, არის ჩემი კარგი მეგობარი ლიონელ მესი, რომლის წინააღმდეგაც არანაირი დაცვა არ ჭრის. ვფიქრობ, რომ ლეო და ნეიმარი ყველაზე დიდი ტალანტის მქონე მოთამაშეები არიან ამ პლანეტაზე.”
“სასიამოვნოა ის ფაქტი, რომ ორმა სულ ახლახანს გაზრდილმა სუპერვარსკვლავმა თავის დროზე მაგალითი ჩემგან აიღო. ეს მეც მაძლევს მოტივაციას, რათა კარიერის ბოლომდე თავი არ დავზოგო და რაც ამ ასაკში შემიძლია, ყველაფერი გავაკეთო.” –დაასრულა ფეხბურთის ცოცხალმა ლეგენდამ.



