”ბარსელონა” გეგმავს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას, რომელიც ამჟამად ”სევილიას” სარეზერვო გუნდში ასპარეზობს.
”სევილია ატლეტიკოს” თავდამსხმელმა ”ბარსელონას” ყურადღება მიიპყრო. კატალონიური კლუბი აპირებს ახალგაზრდა ფეხბურთელის შეძენას, რათა გააძლიეროს ”ბარსელონა ბ”.
ბოლო თვეებში ფეხბურთელის წასვლაზე ბევრს საუბრობდნენ, განსაკუთრებით ზამთარში. მაშინ საუბრები მიდიოდა ისეთ კლუბში გადასვლაზე, როგორებიც ”ერკულესი”, ”კორდობა” და ”სარაგოსა” არიან. თავად ფეხბურთელმა საბოლოოდ სევილიაში დარჩენა გადაწყვიტა. ”სევილია” განიხილავს ფეხბურთელის გაყიდვის შესაძლებლობას, თუმცა ”ბარსელონას” ინტერესმა ანდალუსიელთან გეგმები შეცვალა.
ფეხბურთელს უკვე ბევრი წინადადება აქვს, თუმცა ”ბარსელონა” არ აპირებს ნიჭიერი მოთამაშის ხელიდან გაშვებას, რომელიც შესანიშნავად გააძლიერებს სარეზერვო გუნდს.



