გერმანული “შალკეს” ჰოლანდიელი ფეხბურთელი კლას–იან ჰუნტელაარი, რომელმაც საკუთარი კარიერის რაღაც ნაწილი მადრიდის “რეალში” გაატარა, არ ერიდება იმის თქმას, რომ კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი ლიონელ მესი ბევრად წინ დგას, ვიდრე პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუ.
“კრიშტიანუ კარგი ფეხბურთელია, მაგრამ მესი ათჯერ უფრო უკეთესია. მას სჭირდება ერთი კვადრატული მეტრი, რათა საოცრება მოახდინოს, ხოლო რონალდუ უფრო მეტ ტერიტორიას საჭიროებს. ლეო უბრალოდ ბრწყინვალე მოთამაშეა.” –თქვა ჰუნტელაარმა.
როგორც მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატზე ჰუნტელაარის ჰოლანდია და რონალდუს პორტუგალია ერთ ჯგუფში მოხვდნენ და ერთმანეთს 17 ივნისს შეერკინებიან.



