მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
პედრო: “ჩემს თავს ნაკრებში ვეღარ ვხედავდი”

პედრო: “ჩემს თავს ნაკრებში ვეღარ ვხედავდი”

კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელმა, პედრო როდრიგესმა გულახდილად ისაუბრა და თქვა, რომ კლუბში ჩატარებული სეზონის შემდეგ, იმედი არ ჰქონდა, რომ ვისენტე დელ ბოსკე მას, ესპანეთის ნაკრებთან ერთად, ევროპის 2012 წლის ჩემპიონატზე წაიყვანდა.

 

“როდესაც ვაკვირდებოდი, თუ როგორ ჩავატარე სეზონი, ჩემს თავს ნაკრებში ვეღარ ვხედავდი. ძალიან ბევრი ტრავმა მქონდა და დაბრუნების შემდეგ, ძირითად შემადგენლობაში მოხვედრა აშკარად მიჭირდა. საბედნიეროდ, ბოლოს ყველაფერი კარგად წავიდა. ჩემი აზრით, საკმაოდ კარგად ვითამაშე კოპა დელ რეის ფინალშიც, რაც დელ ბოსკემ დაინახა და მენდო კიდეც. ძალიან გახარებული ვარ. ახლა, ესპანეთის ნაკრების სრულფასოვანი წევრი ვარ და ვფიქრობ ყველაფრით დავეხმარო, რითიც კი შემიძლია.”  – განაცხადა პედრომ. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში