მადრიდის “რეალის” ბრაზილიელმა ფეხბურთელმა მარსელომ, განაცხადა, რომ მისი კომენტარი ლიონელ მესის შესახებ არასწორად გაიგეს და ჟურნალისტებმა გამოაქვეყნეს ის, რაც მას არ უთქვამს.
როგორც მოგეხსენებათ, რამდენიმე დღის წინ ინტერნეტში გავრცელდა მარსელოს ინტერვიუ, სადაც იგი აცხადებდა, რომ მისთვის კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელი სუპერვარსკვლავი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელია და რომ იგი მადრიდის “რეალში” მის თანაგუნდელ კრიშტიანუ რონალდუსაც სჯობს.
“მათ ჩემი სიტყვები არასწორად გაიგეს და სულ სხვა კომენტარი გაავრცელეს. ლიონელ მესი არის ბოლო ფეხბურთელი, რომელმაც “ოქროს ბურთი” მოიგო, ხოლო მსოფლიოში საუკეთესო კრიშტიანუ რონალდუა. მე პორტუგალიელს საუკეთესოდ ვთვლი და ამაზე ორი აზრი არ არსებობს. ჩვენს მეგობრობას ვერ გააფუჭებთ!” –თქვა მარსელომ.



