წარსულში ცნობილმა და ფეხბურთის ღმერთად წოდებულმა პელემ, ერთმანეთს შეადარა მადრიდის “რეალში” მოთამაშე კრიშტიანუ რონალდუ და კატალონიის “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი. პელეს აზრით, არგენტინელი პორტუგალიელზე უკეთესია.
“ორი აზრი არ არსებობს იმაზე, რომ მესი რონალდუზე უკეთესია. იგი პორტუგალიელზე ღირებულია. ლეო ნამდვილად დიდი ფეხბურთელია.”
ბრაზილიელ ლეგენდას ასევე სთხოვეს ნეიმარის და მესის შედარება. ამ შემთხვევაში, პელემ ვერცერთი მოთამაშის მხარი ვერ დაიჭირა და პრაქტიკულად ისე გამოუვიდა, რომ ზემოთ ხსენებული ორივე ფეხბურთელი ერთ დონეზე ასპარეზობს.
“რა უნდა ვთქვათ–პროდუქტი პროდუქტის წინააღმდეგ! ნეიმარი უფრო ტექნიკურია, რადგან მესიზე მეტი რესურსი გააჩნია. რაც შეეხება ლეოს, მას უფრო დიდი გამოცდილება აქვს და იცის როდის რა გადაწყვეტილება მიიღოს გუნდის დასახმარებლად.” –დაასრულა პელემ.



