მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გალიანი: “სილვა არსად წავა!”

გალიანი: “სილვა არსად წავა!”

იტალიური “მილანის” ვიცე–პრეზიდენტი ადრიანო გალიანი ეს დღეები კატალონიას სტუმრობდა. ბევრმა მისი ვიზიტი ტიაგო სილვას “ბარსელონაში” გადასვლისთვის მოლაპარაკებების დასაწყისად ჩათვალა, თუმცა თავად გალიანიმ ეს ყველაფერი უარყო და თქვა, რომ იქ მხოლოდ დასასვენებლად იყო ჩასული.

 

“მე აქ ჩამოვედი, რათა დავისვენო და არავისთან არანაირ მოლაპარაკებებს არ ვაწარმოებ. რაც შეეხება ტიაგო სილვას, იგი შეუფასებელია. პირობას გაძლევთ, ბრაზილიელი “მილანში” დარჩება. რასაკვირველია ყველა ფეხბურთელზე გარანტიას ვერ მოგცემთ და შესაძლოა გუნდი რამდენიმე მათგანმა დატოვოს.” –ციტირებს გალიანის სიტყვებს კატალონიური გამოცემა Sport–ი.

 

როგორც მოგეხსენებათ, არც ისე დიდი ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ სილვამ “ბარსელონას” ხელმძღვანელობას განუცხადა, რომ მზადაა მოირგოს ლურჯ–ბროწეულისფერი მაისური, თუმცა თუ გალიანის განცხადებას დავეყრდნობით, ეს ჭორი იყო და მეტი არაფერი. 

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში