მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
დელ ბოსკე: ”თუკი პიკე და რამოსი ვერ თანხმდებიან, მაშინ უკვე დროა”

დელ ბოსკე: ”თუკი პიკე და რამოსი ვერ თანხმდებიან, მაშინ უკვე დროა”

ვისენტე დელ ბოსკემა აღიარა, რომ პიკესა და რამოსს შორის არსებობს უთანხმოება, მაგრამ იმედი გამოთქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის დროს მათ შორის პრობლემა არ იქნება.

”თუკი პიკე და რამოსი ვერ თანხმდებიან, მაშინ უკვე ამის დროა. ისინი ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან და თავისი შეხედულებები აქვთ, მაგრამ ამის გამო პრობლემები არ უნდა იყოს. ატმოსფერო ”ბარსელონას” და ”რეალის” ფეხბურთელებს შორის კარგია” – განაცხადა ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ”Fora de joc”-სთან საუბრისას.

ვისენტე დელ ბოსკემ ასევე იმედი გამოთქვა, რომ ტრავმირებულები, დავიდ ვილია და კარლეს პუიოლი ივნისის დასაწყისში გუნდს შეუერთდებიან. მან ასევე განაცხადა, რომ ”ისინი თავად გადაწყვეტებნ, დარჩებიან თუ არა ჩვენთან ერთად ბოლომდე”.

პედროს გამოძახება

მწვრთნელმა ასევე ახსნა, თუ რატომ გამოიძახა ნაკრებში პედრო როდრიგესი: ”მას სეზონის ძალიან კარგი დასასრული ჰქონდა, ამიტომაცმ მიმყავს ის ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ მესმის, რომ მას ძალიან აკრიტიკებდნენ”.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში