მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
გუნდი ფინალისთვის მზადებას აგრძელებს

გუნდი ფინალისთვის მზადებას აგრძელებს

2 დღიანი შესვენების შემდეგ გუნდმა ვარჯიში განაახლა. ტიაგო ალკანტარა დღეს თანაგუნდელებთან ერთად ირჯებოდა.

”ბარსამ” დაიწყო სრული ყურადღებით მზადება 25 მაისს, მადრიდში გასამართი ფინალისთვის მზადება. 2 დღიანი პაუზის შემდეგ გუნდი ”სიუტატ ესპორტივაზე” შეიკრიბა. ტიაგო ალკანტარა, რომელმაც მუცლის ვირუსის გამო ბოლო ორი ვარჯიში გამოტოვა თანაგუნდელებთან ერთად ვარჯიშობდა.

პირველი გუნდის მწყობრში მყოფმა ფეხბურთელებმა, მათ შორის პინტომ და სანჩესმა, რომლებსაც ჯერ-ჯერობით თამაშის უფლება არ აქვთ სრული დატვირთვით ივარჯიშეს. სესიაზე იმყოფებოდნენ ”ბარსელონა ბ”-ს ფეხბურთელები: მარტინ მონტოია, მარკ ბარტრა, კრისტიან ტელიო და ჯონათან დოს სანტოსი.

ესპანეთის სამეფო თასის ფინალში პეპ გვარდიოლას ვერ დაეხმარებიან დანი ალვესი, კარლეს პუიოლი, ერიკ აბიდალი, ანრეუ ფონტასი და დავიდ ვილია.

პეპ გვარდიოლა შემდეგ სავარჯიშო სესიას ხვალ, დილის 11 საათზე, დახურულ კარს მიღმა გამართავს. სესიის დასრულების შემდეგ ხერარდ პიკე პრეს-კონფერენციას გამართავს.

                                    [media=http://www.youtube.com/watch?v=VTPNWmlCzBc]

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში