ერიკ აბიდალი უკვე საკუთარ სახლში იმყოფება მას შემდეგ, რაც საავადმყოფოდან გაწერეს.
რამდენიმე წუთის წინ ”ბარსელონას” ოფიციალურმა საიტმა დაადასტურა, რომ ერიკ აბიდალმა ექიმებისგან უფლება მიიღო და საავადმყოფო დატოვა. მოკლე განცხადებაში ექიმმა განაცხადა, რომ ფრანგი ფეხბურთელი საავადმყოფოდან გაწერეს, მისი მკურნალობა ადგილზე შემოწმებით უნდა გაგრძელდეს.
თავად ფეხბურთელი და კლუბი მოითხოვენ პატივისცემას და მოუწოდებენ ყველას, რომ დაიცვან ფეხბურთელის პირადი ცხოვრება და კონფიდენციალობა.


