”ბარსას” ნახევარმცველი და ესპანეთის ეროვნული ნაკრების წევრი, ჩავი ერნანდესი ინტერვიუში მის თანაგუნდელზე საუბრობს. მას დიდი იმედი აქვს, რომ ვილია ბოლომდე და რაც მთავარია მალე მოახერხებს ტრავმის მოშუშებას და მას ევრო 2012-ზე იხილავს.
”ვილია გამოცდილი მოთამაშეა. მას არაერთ მატჩში გადაუწყვეტია თამაშის ბედი. მე ძალიან მინდა, რომ ის ევრო 2012-ზე ვიხილო. რა თქმა უნდა, ეს თვითონ ფეხბურთელზეა დამოკიდებული. იმედია ის მალე გამოჯანმთელდება”.
ბოლოს ჩავიმ განაცხადა: ”ის ესპანეთის ნაკრებს ჭირდება. იმედია ის ჩვენთან ერთად წამოვა” – დაასრულა ჩავი ერნანდესმა.



