workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მესის ბომბარდირობამდე 90 წუთი აშორებს

მესის ბომბარდირობამდე 90 წუთი აშორებს

მას შემდეგ, რაც ლიონელ მესიმ ლა ლიგის 3 ტურში 9 გოლი შეაგდო, გადაასწრო მადრიდის “რეალის” პორტუგალიელ თავდამსხმელს, კრისტიანო რონალდოს და დაუგროვდა 50 გოლი. თეორიული შანსი, რა თქმა უნდა, არსებობს იმისა, რომ კრისტიანო გადაასრებს ლეოს, მაგრამ პრაქტიკულად ერთ თამაშში 6 გოლის გატანა თანაც ისე, რომ არგენტინელმა ერთიც ვერ შეაგდოს, ცოტა არ იყოს და რთულია. ასე რომ, ლიონელ მესის მხოლოდ 90 წუთი აშორებს როგორც “პიჩიჩიმდე”, ისე ოქროს ბუცამდე…

 

24 წლის არგენტინელი სენსაციებს ახდენს მიმდინარე სეზონში. მან ბოლო სამ თამაშში 9 გოლი გაიტანა. პირველ მათგანში დუბლით გამოირჩა, მეორეში – ჰეთთრიქით, ხოლო მესამეში – პოკერით. მესის განაღდებული აქვს ლა ლიგის ბომბარდირობა, თუმცა მას ასევე შეუძლია გახდეს ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო გამტანი ზედიზედ მეოთხედ იმ შემთხვევაში, თუ მარიო გომესი ვერ მოახერხებს 2 გოლის გატანას 19 მაისს. შეგახსენებთ, რომ არგენტინელს 14 გოლი აქვს გატანილი, გერმანელს კი – 12.

 

ოქროს ბუცის ნომინანტთა სია  

 

1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”) – 50×2=100

2. კრისტიანო რონალდო  (“რეალი”) – 45×2=90

3. რობინ ვან პერსი (“არსენალი”) – 30×2=60

4. კლას-იან ჰუნტელაარი (“შალკე”) – 29×2=58

5. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“მილანი”) – 28×2=56

6. მარიო გომესი (“ბაიერნი”) – 26×2=52

6. უეინ რუნი (“მანჩესტერი”) – 26×2=52

8. ბას დოსტი (“ჰერენვენი”) – 32×1.5=48

8. ბურაკ ილმაზი (“ტრაბზონსპორი”) – 32×1.5=48

10. ედინსონ კავანი (“ნაპოლი”) – 23×2=46

10. რადამელ ფალკაო (“ატლეტიკო”) – 23×2=46

10. დიეგო მილიტო (“ინტერი”) – 23×2=46

10. ალეკსანდრ ჩეკულაევსი (“ტრანს ნარვა”) 46×1=46

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward