workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ხორდი ალბა – ვილანოვას პირველი შენაძენი?

ხორდი ალბა – ვილანოვას პირველი შენაძენი?

როგორც მოგეხსენებათ ახალი სეზონიდან ტიტო ვილანოვა გადაწყვეტს თუ ვინ მოხვდება “ბარსელონას” ძირითად შემადგენლობაში. ახალ მწვრთნელს ძალზედ რთული გადაწყვეტილებების მიღება მოუხდება, რომელიც ფეხბურთელების ყიდვა-გაყიდვას ეხება.

სეზონის წინ ტიტოს დიდი სამუშაოს ჩატარება მოუწევს, მაგრამ პირველი გადაწყვეტილება უკვე მიღებულია. კატალონიური გამოცემა Sport-ი გვახსენებს, რომ ის ფეხბურთელი რომელიც გუნდს გასაძლიერებლად სჭირდება, არის ხორდი ალბა. ფეხბურთელს “ვალენსიასთან” კონტრაქტი 2013 წლამდე აქვს, ამიტომ “ღამურებს” ბოლო ცდა რჩებათ იმისათვის, რომ მასში რაიმე ანაზღაურება მაინც მიიღონ. თუ ვალენსიური კლუბი ხორდის არ გაყიდის, მაშინ იგი თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებს და ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე გადმოვა კატალონიურ კლუბში.

კატალონიელი უნდა იყოს პირველი ვინც შემდეგ სეზონში შეუერთდება “ბარსელონას”, მაგრამ ამასთანავე აუცილებელია დაცვის ცენტრალური ხაზის გაძლიერება. აქ ორი ვარიანტი განიხილება: ტიაგო სილვა, რომელის ტრანსფერსაც “მილანი” 30 მილიონ ევროდ აფასებს, ან ახალგაზრდა იმედისმომცემი მცველის ძიება, რომელიც 30 მილიონზე, ბევრად ნაკლები ღირებულების იქნება.

სამრწვთნელო შტაბის წარმომადგენლები დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ გუნდი ასე ძლიერ არ უნდა იყოს დამოკიდებული ლიონელ მესის თამაშზე. ვილას ტრავმამ დიდი გავლენა მოახდინა შეტევის ხაზზე, ამიტომ გრძელდება ტიპიური “ცხრიანის” ძიება, რომელიც სხვადასხვა ტაქტიკურ ვარიანტებს მოერგება. აქ გაჩნდა ბილბაოს “ატლეტიკის” თავდამსხმელის, ფერნანდო ლიორენტეს კანდიდატურა. სატრანსფერო ბაზარზე არის ლიორენტეს ალტერნატივებიც თუმცა, ამ შემთხვევაში კატალონიურ კლუბს ტელოსა და კუენკას იჯარით გაშვება მოუწევს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward