ხვალ , კვირას ესპანეთის ნაკრებისა და კატალონიის “ბარსელონას” ცენტრალურმა მცველმა შეიძლება ითამაშოს მე-300 მატჩი ლა ლიგაში “მალიორკას” წინააღმდეგ. იგი “ბარსას” მაისურით მე-10 სეზონს ატარებს.
კარლეს პუიოლის პირველი გამოსვლა ლა ლიგაში შედგა 1999 წლის 2 ოქტომბერს ლუის ვან გაალის მწვრთნელობისას ”ვალიადოლიდთან” 2-0 მოგებულ მატჩში. მას შემდეგ პუიოლი “ბარსელონასთვის” შეუცვლელი ფიგურა გახდა. იგი იყო კლუბის სიმბოლო. იგი ასევე კაპიტნობდა კლუბს მეორე ევრო-ტრიუმფის დროს 2006 წლის პარიზის ფინალში.
ვან გაალიდან გვარდიოლამდე
კარლესს “ბარსელონას” შემადგენლობაში უთამაშია 6 სხვადასხვა მწვრთნელის დროს. ესენი იყვნენ: ლუის ვან გაალი, სერა ფერერი, რექსაჩი, ანტიჩი, რაიკაარდი და ბოლოს გვარდიოლა. პუიოლს კარიერის განმავლობაში დაცვის ყველა მხარეს უთამაშია. მან ჯერ მარჟვენა მცველობით დაიწყო, შემდეგ ცენტრში გადმოიწია და ახლა მარცხენა ფლაგზეც გვხვდება.
მეექვსე ჩატარებული მატჩების მხრივ “ბარსელონას” ყველა დროის მოთამაშეებში.
კატალონიელი მცველი მეექვსეა იმ ფეხბურთელთა ჩამონათვალში “ბარსელონას” რიგებში ვისაც ყველაზე მეტჯერ უთამაშიათ ესპანეთის პრიმერა დივიზიონში. იგი ჩამორჩება მხოლოდ: მიგელს (391), რექსაჩს(328), ჩავის(317). ამორს(311) და სუბისარეტას(301). ამ ჩატარებულ 299 შეხვედრაში პუიოლმა 5 გოლი გაიტანა, აქედან მე-5 რეალის კარში გასულ ელ-კლასიკოზე.
გთავაობთ პუიოლის ნათამაშები მათჩების რაოდენობას წლების მიხედვით.
1999-2000_24 მატჩი
2000-2001_17 მატჩი
2001-2002_35 მატჩი
2002-2003_32 მატჩი
2003-2004_27 მატჩი
2004-2005_36 მატჩი
2005-2006_35 მატჩი
2006_2007_35 მატჩი
2007_2008_30 მატჩი
2008_2009_28 მატჩი
წყარო www.fcbarcelona.cat