“ბარსელონა”-“ლივერპული” – ურთიერთშეხვედრების ისტორია

“ბარსელონა”-“ლივერპული” – ურთიერთშეხვედრების ისტორია

“ბარსელონასა” და “ლივერპულის” ურთიერთშეხვედრებისთვის თვალის გადავლების შემდეგ კიდევ ერთხელ ცხადი ხდება, რომ ჩემპიონთა ლიგის 1/2-ფინალში კატალონიურ კლუბს იოლი თამაშები არ ელის.

“ლივერპული” იმ 15 გუნდს შორის შედის, რომლებთანაც “ბარსას” უარყოფითი ბალანსი აქვს. ჩატარებული 8 თამაშიდან 3 მერსისაიდელებმა მოიგეს, 3 ფრედ დასრულდა, ხოლო ორ შემთხვევაში გამარჯვება კატალონიელებს დარჩათ.

აღსანიშნავია, რომ “კამპ ნოუზე” ჩატარებულ 4 მატჩში “ბარსას” მოგება არ აქვს. 2 შეხვედრა უგოლოდ დასრულდა, ორჯერ კი სტუმრებმა მოიგეს. ასევე უნდა აღინიშნოს, რომ 3 ორრაუნრიანი დაპირისპირებიდან გამარჯვება სამივეჯერ “ლივერპულს” დარჩა.

ამ გუნდების პირველი შეხვედრები 1976 წელს, უეფას თასის 1/2-ფინალში გაიმართა. “კამპ ნოუზე” ჩატარებულ პირველ მატჩში სტუმრებმა 1:0 მოიგეს, განმეორებითი შეხვედრა კი 1:1 დასრულდა და ფინალში “ლივერპული” გავიდა.

2001 წელს, იმავე ტურნირის იმავე ეტაპზე, ბარსელონაში გუნდებმა უგოლოდ ითმაშეს, ლივერპულში კი ინგლისელებმა 1:0 იმარჯვეს.

ერთი წლის შემდეგ, გუნდები ერთმანეთს უკვე ჩემპიონთა ლიგაზე შეხვდნენ. ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში “ბარსამ” მეტოქე სტუმრად 3:1 დაამარცხა, კატალონიაში კი გუნდებმა ისევ უგოლოდ ითამაშეს.

ბოლო კატალონიურ-მერსისაიდული დაპირისპირება 2007 წელს, ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალში შედგა. ესპანეთში სტუმრებმა 2:1 იმარჯვეს და მართალია, განმეორებით მატჩში 0:1 წააგეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც ისინი გავიდნენ. ამ ორ შეხვედრაშ მონაწილეობა ლეო მესიმ მიიღო.

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (8)

  • Gio gio gio
    19 აპრ 2019, 02:22

    Ici Ras vakvirdebi valverdes kargi xedva aqvs meore taimshi barsa koveltvis uket gamoikureba pirvel taimshi analizebs kvelapers rogorc pexburti armomcons barsas ise atamashebs magram shedegs debs es mtavaria da didi imedi maq barsa ligas aigebs

  • M10 S9 D11
    19 აპრ 2019, 00:20

    კამპ ნოუს სტატისტიკა უნდა გამოვასწოროთ

  • L.MESSI-10
    18 აპრ 2019, 17:05

    რაიყო ბიჭო რას დამანდრაჟდით? დედის გლანდებს ავუწევთ ლივერპულს. ოღონდ ისეთი კოლექტიური დაცვის თამაშია საჭირო ბერნაბეუზე მეორე თამაში (0-1) რომ ითამაშეს და ვსიო, სალაჰი დიდ გუნდებთან ისაქმავს. მანეს გააჩერებ და ვსიო. შენ მესი გყავს, მთელი მსოფლიოს თავსატეხი, თუ როგორ უნდა გააჩერონ ის, პლუს ასეთ ფორმაში, ასეთი მოტივირებული და კიდევ ჩვენ უნდა გვეშინოდეს? )))) არ გავარტყი ლუზერ კლოპს? სიტისთან უშანსოდ წააგო თამაში და სახლშიც აგებდა მაგრეზს პენალტი რომ გამოეყენებინა. ბავარია ხო არ აიღეთ საზომას? ))))) ამ ბავარიას ბარსა ორივე თამაშს მოუგებდა სადაც დაიჭერდა. კარგით რა. აქ ვიგებთ 2 ბურთით, იქ შედეგიანი ფრეა

  • ana anukii
    18 აპრ 2019, 16:17

    ეს უხერხული მომენტი წელს დასრულდება. ლიგა წელს ჩვენია… ლივერპული გამოეთიშება თამაშს!!!

  • Johan Cruyff 14
    18 აპრ 2019, 16:07

    ლივერპული არ არის ხელწამოსაკრავი გუნდი შეიძლება ყველაზე უხერხული მეტოქეა ბოლო 10 წლის განმავლობაში

  • ჯერემი რენერი
    18 აპრ 2019, 15:53

    2006/2007 შეხვედრა გუშინდელივით მახსოვს ;დ
    ვალდესმა იკისრა პირველ მატჩში ;დდ
    ტიპი რეებს შვრებოდა

  • CPU
    18 აპრ 2019, 15:25

    ერთერთი ყველაზე უხერხული მეტოქეა და მთავარია კამპ ნოუზე გოლი არ გავუშვათ.

  • RONALDIMHO10
    18 აპრ 2019, 14:33

    ლიგაზე დარჩენილი გუნდებიდან ყველაზე გამოცდილი გუნდი ჩვენგვყავს და ესეც დიდი პლიუსია, ლივერპული კარგი გუნდია მაგრამ ჩვენ უპირატესობა გვაქვს, ყველა ხაზში უკეთესებივართ მეკარიდან დაწყებული თავდასხმით დამთავრებული, მთავარია ტაქტიკურად არჩავარდეს ვალვერდე თორე ინგლისურ კლუბებთან არასდროს გვიჭირდა თამაში, ასერო მგონია ცოტა რთული იქნება მაგრამ მაინც გავცდებით ლივეს.