დავიდ ვილა: “რთულია მესისგან რაიმე გაგიკვირდეს”

დავიდ ვილა: “რთულია მესისგან რაიმე გაგიკვირდეს”

37 წლის ესპანელმა თავდამსხმელმა თავისი ყოფილი თანაგუნდელი გაიხსენა.

მოგეხსენებათ, ლა ლიგის გასული ტურის მატჩში “ბარსელონამ” სტუმრად “ვილიარეალთან” საბრძოლო ფრე, 4-4 დააფიქსირა. შეხვედრაში გაიტანა ლიონელ მესიმაც, რის შემდეგაც მიმდინარე სეზონში, ყველა ტურნირში ერთად, მას 42 გატანილი ბურთი დაუგროვდა.

გუშინდელი თამაშის შემდეგ დავიდ ვილამ, რომელიც არგენტინელთან ერთად “ბლაუგრანას” ღირსებას სამი წლის განმავლობაში იცავდა, მასზე ისაუბრა:

“რთულია მესისგან რაიმე გაგიკვირდეს. ის საუკეთესოა. ყველასთვის დაუმტკიცებია, რომ ეს ასეა. მისი ყოველი თამაშის ყურება სიამოვნებაა”.

ვილას თქმით, ვინც ლეოს 15-წლიან ბარსელონურ კარიერას თვალს ადევნებს, ეჭვი არ ეპარება, რომ მისი ადგილი დიდების გვერდითაა.

“არსებობენ ისეთი ფეხბურთელები, როგორებიც პელე, მარადონა და კრუიფი იყვნენ. არ მქონია შესაძლებლობა, რომ მათი თამაშისთვის ისევე მეყურებინა, როგორც ახლა, მესის ვუყურებ. ყოველ დღე, ყოველ მატჩში… მაგრამ ჩემთვის, მესია საუკეთესო”, – განაცხადა ესპანელმა.

შეგახსენებთ, დავიდ ვილა კატალონიურ გრანდში 2010-2013 წლებში ასპარეზობდა. ამჟამად ის იაპონური “ვისელ კობეს” შემადგენლობაში ირიცხება.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (3)

  • messi and iniesta
    03 აპრ 2019, 19:08

    ვისსე კობეს რა სასტავი დაუგროჳდა

  • M10 S9 D11
    03 აპრ 2019, 18:33

    რთულია მარა მაინც გვაკვირვებს ეს ავადმყოფი <3

  • barca`barca
    03 აპრ 2019, 18:32

    იიფ ამის გოლი რეალს რო შეუსრულა მოჭრილი <3 მაგრა მევასება ესკაცი