“ბარსელონას” ყოფილი მოთამაშე, სერჟი სამპერი, “ვისელ კობემ” უკვე წარადგინა. იაპონურ კლუბში ის ანდრეს ინიესტასა და დავიდ ვილიასთან ერთად, ესპანელი მწვრთნელის, მანუელ ლილიოს ხელმძღვანელობით, 6 ნომრიანი მაისურით ითამაშებს.
სამპერი “ბარსას” საფეხბურთო სისტემის წევრი 2001 წლიდან იყო. ძირითად გუნდში ის 2014 წლის შემდეგ ირიცხებოდა, თუმცა ხშირი ტრავმების გამო, თამაში მხოლოდ 13-ჯერ მოახერხა.
პრეზენტაციის დროს, 24 წლის ნახევარმცველმა იაპონური ფეხბურთის სწრაფ ზრდასა და ტექნიკურ სიძლიერეზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ამ პროექტში მნიშვნელოვანი როლის თამაში სურს.
セルジ サンペール選手の背番号は6に決定‼️🇪🇸
本日、記者会見を行いました🎤👏@SergiSamper will wear the number 6 for #visselkobe#vissel #WeAreKobe pic.twitter.com/5nwXU4WOHG— ヴィッセル神戸 (@visselkobe) March 7, 2019
პროფესიონალი ფეხბურთელია უკვე, თანაც ძალიან კარგი. უბრალოდ ბარსას დონის გუნდში ვერ გაამართლა. ფეხბურთის თამაში რომ ვერ გამოდიოდეს ბარსაში არავინ მიიყვანდა.
შანსი არ მიეცა ამას ბარსაში. ალკასერი ყველას დაბალი ღობე გვეგონა მაგრამ წავიდა დრტმუნდში გააქ გოლები.
და ფეხბურთელი აღარ დადგება რას ნიშნავს ძმობილო? პროფესიონალ ფეხბურთელად
ჩამოყალიბდა უკვე დიდი ხანია.. (24 წლისაა) და დიდ ფეხბურთს თამაშობს.
თუ იმას გულისხმობ რომ, ბარსას “ვარსკვლავი” ვერ გახდა, ან თუნდაც ვერ შეძლო თავის დამკვიდრება გუნდში, ეგ სულ სხვა რამეა.
სხვა კონტექსტში უნდა დაგეწერა მაშინ.
ისე ორივე ჩვენი ბულკია სუ ვუგებთ
Var in action :))
წარმატებები სერხი
Es isiesta da villa ertad