ბოატენგი: “საუკეთესო გოლი “ბარსელონას” გავუტანე”

ბოატენგი: “საუკეთესო გოლი “ბარსელონას” გავუტანე”

გთავაზობთ კევინ-პრინც ბოატენგის პირად ინტერვიუს.

– როგორ გირჩევნია მოგმართონ, კევინი თუ პრინცი?

– პრინცი.

– როგორი იყო ბოლო დღეები ბარსელონაში ჩამოსვლამდე?

– სიმართლე გითხრათ, დიდ ზეწოლას ვგრძნობდი და საერთოდ არ მიძინია. ასევე, მნიშვნელოვანი მატჩი გველოდა “ინტერთან”. დღის ბოლოს კი დამირეკეს და მითხრეს, რომ ბარსელონაში უნდა წავსულიყავი. შემდეგ კი უკვე დავიჯერე, რომ ეს ხუმრობა ნამდვილად არ არის.

– რას ნიშნავს 27 ნომერი, რომლითაც თამაშობდი?

 როდესაც პირველი პროფესიონალური ხელშეკრულება გავაფორმე, მაშინ სწორედ 27 ნომერი მომცეს. ამიტომაც, ეს რიცხვი ჩემთვის განსაკუთრებული გახდა.

– ესპანეთში მხოლოდ 25-ის ჩათვლით ნომრების აღებაა ნებადართული. გული გწყდება ამაზე?

– კი, ძალიან. არადა ინტერნეტში გადავამოწმე და ვნახე, რომ 27 ნომერი არ არის დაკავებული. თუმცა შემდეგ გამახსენდა შეზღუდვა.

– ვინ იყო ბავშვობაში შენი საყვარელი ფეხბურთელი?

– რივალდო. ვფიქრობ, ფიზიკურად ვგავარ სიმაღლესა და სიგამხდრეში. რივალდოს ხშირად ვუყურებდი და დიდ სიამოვნებას ვიღებდი.

– რომელია შენი ყველაზე საამაყო მომენტი კარიერაში?

– ალბათ, როდესაც გერმანიაში ფრანკფურტის “აინტრახტის” შემადგენლობაში თასი მოვიგე. პატარა გუნდთან ერთად წარმატების მიღწევა ყოველთვის განსაკუთრებულია. იტალიაში “მილანთან” ერთად ჩემპიონატი მოვიგე, თუმცა ეს “მილანია” და გასაგებია, ისედაც უნდა მოიგო.

 კარიერის საუკეთესო გოლი?

– საუკეთესო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე “ბარსელონას” გავუტანე. ასევე ლამაზი გოლი გამომივიდა “ლას პალმასის” რიგებში “ვილიარეალის” კარში, მაგრამ ვფიქრობ, “ბარსასთან” გატანილი ბურთი უფრო მნიშვნელოვანი იყო.

– ისახავ მიზნად ჩემპიონობას?

– რა თქმა უნდა. როდესაც ამ კლუბში მოდიხარ, მიზანი ჩემპიონობა უნდა იყოს. ძალიან მიხარია, რომ მეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშო უდიდეს ტურნირებზე.

გაქვს თუ არა მატჩისწინა რიტუალი?

– სხვათაშორის, არა. უბრალოდ ვუსმენ მუსიკას, სხვადასხვა ჟანრის. გააჩნია ხასიათს.

– რამდენად მნიშვნელოვანი პიროვნებაა შენთვის ნელსონ მანდელა?

– ყოველთვის ვამბობდი, რომ ცხოვრებაში სამ ადამიანთან შეხვედრა მსურდა. ესენი იყვნენ: მუჰამედ ალი, მაიკლ ჯექსონი და ნელსონ მანდელა. მათგან მხოლოდ მანდელას ნახვის შანსი მომეცა. ძალიან ვამაყობ ამ მომენტით. ამ ადამიანს დაუჯერებელი წვლილი მიუძღვის ფერადკანიანი ადამიანების დახმარებაში.

არ გამოტოვო მთავარი სიახლეები!

გამოიწერე BarcaMania-ს ოფიციალური არხი Telegram-ზე.

გამოწერა

კომენტარები (1)

  • M10 S9 D11
    27 იან 2019, 04:14

    ხოდა ახლა უფრო ლამაზი გოლი უნდა გაუტანო რეალს :დდდდდ