ბარსელონა” – “მანჩესტერი” : ფეხბურთელთა შეფასებები

ბარსელონა” – “მანჩესტერი” : ფეხბურთელთა შეფასებები

კატალონიის “ბარსელონა” გახდა 2008-2009 წლების ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მან ფინალში მოწინააღმდეგე “მანჩესტერ იუნაიტედი” 2-0 დაამარცხა. გთავაზობთ ამ მატჩში მონაწილე ფეხბურთელთა შეფასებებს.

“ბარსელონა”

ვალდესი 7.5 – არ ჰქონია დიდი საქმე მთელი თამაშის განმავლობაში, თუმცა გარკვეულ მომენტებში შეუცდომლად თამაშობდა.

პუიოლი 7.5 – მას მოუწია დაცვის მარჯვენა ფლანგზე ყოფნა, სადაც დანი ალვესი თამაშობს. მიუხედავად მშრალად მოგებისა მთელი თამაში მაინც აწუხებდა მას რონალდო. ასევე ჰქონდა შანსი გოლის გატანისა 2 ჯერ, მაგრამ ორჯერვე ვან დერ საარმა აჯობა.

პიკე 7.5 – რამდენიმე მომენტში დაუდევრად ითამაშა, თუმცა მთლიანობაში რუნის და პარკს არ აძლევდა საშუალებას კარგი შეტევის განეხორციელებინათ.

ტურე 7.0 – მისთვის უჩვეულო პოზიციაზე იდგა, მაგრამ პირველი 20 წუთის შემდეგ მისი პოზიციდაან შეტევა არ ყოფილა.

სილვინიო 7.0 – ამ ფეხბურთელს დავალებული ჰქონდა რუნის მეთვალყურეობა, რასაც კარგად გაართვა თავი, ასევე კარგად ერთვებოდა შეტევებშიც.

ბუსკეტსი 7.0 – პეპ გვარდიოლამ ფინალში სწორედ ეს ფეხბურთელი აირჩია საყრდენ ნახევარ-მცველად და სწორადაც მოიქცა, თუმცა მისი საქმე ძირითადად ჩავისთვის და ინიესტასთვის ბურთის გადაცემა იყო.

ჩავი 9.0 – გენიოსი. ამ თამაშში მან დაამტკიცა, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფლეი-მეიკერია. მან ყველაზე მეტი ირბინა, ყველაზე მეტი გადაცემა გააკეთა. ასევე იყო საგოლე გადაცემის ავტორი და ორჯერ იმ პასის ავტორი სადაც ანრის და პუიოლს შეეძლოთ გოლის გატანა. ასევე ორი სახიფათო ჯარიმა დაარტყა. აქედან ერთი ძელმა მოიგერია.

ინიესტა 9.0 – მისთვის ისევე როგორც ყველა “ბარსელონელისთვის” მატჩი ცუდად დაიწყო, თუმცა მან მალევე იპოვა საკუთარი თამაში და თანამემამულე ჩავისთან ერთად საუცხოო დუეტს ქმნიდა. ასევე მას ეკუთვნის ის გადაცემა, რომელიც ეტო’ომ გოლად აქცია.

მესი 7.5 – ეს არ იყო მისთვის საუკეთეო მატჩი, თუმცა გაიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გოლი. ეს იყო მისთვის ჩემპიონთა ლიგის პირველი ფინალი და საკმაოდ წარმატებული.

ეტო’ო 7.5 – დიდ პრობლემებს უქმნიდა ვიდიჩს და ფერდინანდს. გაიტანა პირველი გოლი და მთელი თამაშის განმავლობაში სახიფათოდ უტევდა.

ანრი 6.5 – ეს მატჩი მისთვის საუკეთსო არანაირად არ იყო, თუმცა ჰქონდა შანსი გოლის გატანისა, როდესაც მან საჯარიმოში ფერდინანდი მოატყუა და დარტყმისას ვან დე საარმა აჯობა. მიუხედავად მისი არცთუ კარგი თამაშისა ეს ფინალი მას სამუდამოდ დაამახსოვრდება. იგი ხომ პირველად გახდა ლიგის ჩემპიონი.

შეცვლაზე შემოსულები:

კეიტა 6.5 – მოედეანზე შემოვიდა ნახევარ-მცველად ანრის ნაცვლად, მაშინ როდესაც უკვე 2-0 იყო ანგარიში.

პედრო – შევიდა თამაშის დამატებულ დროს და შეფასება არ მიუღია.

“მანჩესტერ იუნაიტედი”

ვან დერ საარი 8.0 – რომ არ ყოფილიყო ეს ადამიანი, ალბათ კიდევ რამდენიმე გოლს ვიხილავდით მანკუნიანელების კარში. მან ჯერ ანრის აუღო დარტყმა, როდესაც იგი ერთი ერთზე იყო გასული და შემდეგ პუიოლს.

ო’ში 6.0 – მიუხედავად რამდენიმე პატარა შეცდომისა. მისი ფლანგიდან მთელი თამაშის განმავლობაში მომენტები არ იქმნებოდა, რადგან ანრი ცოტათი ინერტული გახლდათ.

ვიდიჩი 4.5 – ეს ფეხბურთელი აღიარებულია ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად, თუმცა ფინალში მან ეს ვერ დაგვანახა. ეს მატჩი იყო მის კარიერაში ერთ-ერთი ცუდად ჩატარებული. სწორედ იგი მოატყუა საჯარიმოში ეტო’ომ როდესაც გოლი გაიტანა.

ფერდინანდი 5.0 – ვერანაირად ვერ ეხმარებოდა პარტნიორ ვიდიჩს. მევრი შეცდომები ჰქონდა. ასევე მეორე გოლი, რომელიც მისი გუნდის კარში გავიდა შეიძლება ჩავთვალოდ მისი ბრალი იყო. შეეძლო თავზე ებრძოლა მესისთან, მაგრამ…

ევრა 6.5 – შეიძლება ითქვას “მანჩესტერის” დაცვიდან საუკეთესო ითამაშა. მას დავალებული ჰქონდა არგენტინელი ვარსკვლავის მეურვეობა, თუმცა მესი ძირითადა შუაში თამაშობდა. ფრანგს ჰქონდა რამდენიმე პოზიციური შეცდომა, ერთ-ერთი იყო მაშინ, როდესაც მას პუიოლი გაექცა და მეკარესთან პირისპირ გავიდა.

ქერიკი 5.0 – იგი “მანჩესტერელთა” ნახევარ-დაცვის მთავარი იმედი იყო, მაგრამ რა გინდა გააკეთო, მაშინ, როდესაც მოწინააღმდეგე გუნდში ჩავი და ინიესტა თამაშობენ. პირველი 10 წუთის შემდეგ, როდესა ეტო’ომ გოლი გაიტანა საერთოდ ვერაფერი მოახერხა ესპანური დუეტის წინააღმდეგ.

ანდერსონი 5.0 – იგი პირველი ტაიმში “მანჩესტერტა” თავდასხმიდან რონალდოს შემდეგ საუკეთსო იყო, თუმცა მან, ისევე როგორც მთელი “იუნაიტედმა” შიეძლება ითქვას ცუდად ითამაშა.

გიგზი 4.5 – ამ ფეხბურთელისთვის არ იყო ის სათამაშო პოზიცია სადაც იგი ერთ-ერთ0 საუკეთოა მსოფლიოში. “სად თამაშობდა გიგზი”?

პარკი 5.0 – იგი გახდა პირველი აზიელი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ფინალში ითამაშა, მაგრამ მსაჯის სასტვენის შემდეგ არაფერი უზეიმია. კარგად მუშაობდა, მაგრამ მაინც ხარისხიან ვერაფერს აკეთებდა. მე-60 წამზე შეეძლო გოლის გატანა, მაგრამ პიკემ დაასწრო.

რონალდო 7.0 – პირველი 20 წუთის შემდეგ ვერაფერს ახერხებდა. როგორც კი ჩავი და ინიესტა ბუთს იღებდნენ, მაშინვე ითიშებოდა თამაშიდან. მესის მიერ გატანილი მეორე გოლის შემდეგ არანაირი შანსი კარგი შეტევისა არ ჰქონია.

რუნი 5.5 – მანაც ისევე როგორც თითქმის ყველა “მანჩესტერელმა” დიდი ვერაფერი მოახერხა კატალონიელების დაცვის წინაარმდეგ. უბრალოდ შანსი არ ჰქონია კარში დარტყმისა.

შეცვლაზე შემოსულები:

ტევესი 5.5 – მან ანდერსონი შეცვალა, მაგრამ მის გამოსვლას მოედანზე ინგლისელებისთვის სასიკეთო არაფერი მოუტანია.

ბერბატოვი 5.5 – ერთხელ დაარტყა კარის მიმართულებით. ეს იყო და ეს.

სქოულზი 5.5 – თამაშის მიმართულება მის გამოსვლასაც არ შეუცვლია.

წყარო www.goal.com

გახდი გლოვერი!

დარეგისტრირდი გლოვოს კურიერად და მიიღე 125, 200 ან 300 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია