workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

check_circle დასრულდა
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 20:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
3 - 0
ხეტაფე ლოგო

ხეტაფე

arrow_forward მატჩ-ცენტრი
გორდონი 2'sports_soccer ჟეზუსი 30'sports_soccer კუნდე 73'sports_soccer

უყურე ბარსელონას თამაშებს

საქართველოს ტერიტორიაზე “ბარსელონას” თამაშებს 2 კომპანია აჩვენებს – სილქ სპორტი და Setanta Sports Georgia.

ესპანეთის ჩემპიონატის თამაშები ქართული კომენტარით შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სილქ სპორტზე, ხოლო ინგლისური კომენტარით – Setantasports.com-ზე (Setanta Sports-ის სატელევიზიო არხებზე ლა ლიგის თამაშები არ გავა). ესპანეთის სუპერ თასის თამაშები მხოლოდ Setanta Sports Georgia-ზე, ხოლო ჩემპიონთა ლიგის თამაშები როგორც სილქ სპორტზე, ასევე სეტანტაზე.

სილქ უნივერსალი

სილქ სპორტს აქვს ერთი უფასო არხი – სილქ უნივერსალი. ეს არხი უფასოა ნებისმიერ საკაბელო ტელევიზიაზე, ასევე შეგიძლიათ უყუროთ ინტერნეტში: Silktv.ge; ასევე Silk Go-ს მობილურ აპლიკაციაში. თუმცა სილქ უნივერსალი “ბარსელონას” თამაშებს იშვიათად აჩვენებს.

სილქ სპორტი

სილქ სპორტის ეთერში “ბარსელონას” თამაშები გადის არხებზე “სილქ სპორტ 1” და “სილქ სპორტ 3”. სილქ სპორტ 1-ზე გადის ესპანეთის ჩემპიონატის, ხოლო სილქ სპორტ 3-ზე ევროტურნირების თამაშები.

TV

სილქ სპორტის არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ტელევიზია და გააქტიურებული თემატური პაკეტი “SPORTS”, რომლის ღირებულებაც არის თვეში 3 ლარი.

თუ არ გაქვს სილქნეტის ტელევიზია და გაქვთ Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Silk GO-ს აპლიკაცია. ამ აპლიკაციაში სილქ უნივერსალის ყურება უფასოა, ხოლო სილქ სპორტის ფასიანი არხების საყურებლად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია, შემდეგ ავტორიზაცია და გამოიწეროთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულება თვეში 3 ლარია. ამ აპლიკაციით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ.

PC/Laptop

სილქ სპორტის ფასიანი არხების კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ საიტზე Silkgo.ge. რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და შეიძინოთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 3 ლარია. ამ საიტზე, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ.

Smartphone

სილქ სპორტის ფასიანი არხების სმარტფონში ყურება შესაძლებელია აპლიკაციაში (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ საჭიროა დარეგისტრირება, ავტორიზაციის გავლა და ფასიანი პაკეტის შეძენა, რომლის ღირებულებაც თვეში 3 ლარია. ამ აპლიკაციით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ

Setanta Sports Georgia

სილქ სპორტისგან განსხვავებით Setanta Sports Georgia-s უფასო ვერსია არ აქვს.

TV

Setanta Sports Georgia-ს არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ან მაგთის ტელევიზია და გააქტიურებული დამატებითი პაკეტი. სილქნეტის ტელევიზიის შემთხვევაში დამატებითი პაკეტის სახელი არის “სეტანტა სპორტი”, ღირს თვეში 5 ლარი და მასში Setanta Sports Georgia-ს სამივე არხი შედის. მაგთის ტელევიზიის შემთხვევაში დამატებითი პაკეტის სახელი არის “Setanta”, ღირს თვეში 5 ლარი და მასში შედის Setanta Sports Georgia-ს სამი არხი.

თუ არ გაქვს სილქნეტის ან მაგთის ტელევიზია და გაქვს Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Setanta Sports-ის აპლიკაცია. აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი, ხოლო თუ გაქვთ მაგთის ტელევიზია და გააქტიურებული გაქვთ სეტანტას სატელევიზიო პაკეტი, მაშინ აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 5 ლარი.

Setanta Sports Georgia-ს სატელევიზიო არხების ყურება ჭკვიან ტეელვიზორზე შესაძლებელია Silk GO-ს აპლიკაციითაც. ამ აპლიკაციაში სეტანტას სამი სატელევიზიო არხის ყოველთვიური ღირებულება არის 5 ლარი.

PC/Laptop

Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ ამ საიტზე და შეიძინოთ პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 13 ლარი.

Setanta Sports Georgia-ს სატელევიზიო არხების ყურება კომპიუტერში შესაძლებელია Silkgo.ge-ზეც. რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და შეიძინოთ სეტანტას ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 5 ლარია.

Smartphone

Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის ტელეფონში საყურებლად საჭიროა აპლიკაცია (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი.

Setanta Sports Georgia-ს სატელევიზიო არხების ყურება მობილურში შესაძლებელია Silk Go-ს აპლიკაციაშიც (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ საჭიროა დარეგისტრირება, ავტორიზაციის გავლა და ფასიანი პაკეტის შეძენა, რომლის ღირებულებაც თვეში 5 ლარია.