უყურე ბარსელონას თამაშებს
საქართველოს ტერიტორიაზე "ბარსელონას" თამაშებს 2 კომპანია აჩვენებს - სილქ სპორტი და Setanta Sports Georgia.
ესპანეთის ჩემპიონატის თამაშები ქართული კომენტარით შეგიძლიათ ნახოთ მხოლოდ სილქ სპორტზე, ხოლო ინგლისური კომენტარით - Setanta Sports Georgia-ზე. ესპანეთის სუპერ თასის თამაშები მხოლოდ Setanta Sports Georgia-ზე, ხოლო ევროტურნირები როგორც სილქ სპორტზე, ასევე სეტანტაზე.
სილქ უნივერსალი
სილქ სპორტს აქვს ერთი უფასო არხი - სილქ უნივერსალი. ეს არხი უფასოა ნებისმიერ საკაბელო ტელევიზიაზე, ასევე შეგიძლიათ უყუროთ ინტერნეტში საიტებზე: Silktv.ge, Myivdeo.ge; ასევე Silk Go-სა და Myivdeo-ს მობილურ აპლიკაციებში. თუმცა სილქ უნივერსალი "ბარსელონას" თამაშებს იშვიათად აჩვენებს.
სილქ სპორტი
სილქ სპორტის ეთერში "ბარსელონას" თამაშები გადის არხებზე "სილქ სპორტ 1" და "სილქ სპორტ 3". სილქ სპორტ 1-ზე გადის ესპანეთის ჩემპიონატის, ხოლო სილქ სპორტ 3-ზე ევროტურნირების თამაშები.
TV
სილქ სპორტის არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ტელევიზია და გააქტიურებული თემატური პაკეტი "სპორტი", რომლის ღირებულებაც არის თვეში 3 ლარი.
თუ არ გაქვს სილქნეტის ტელევიზია და გაქვთ Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Silk GO-ს აპლიკაცია. ამ აპლიკაციაში სილქ უნივერსალის ყურება უფასოა, ხოლო სილქ სპორტის ფასიანი არხების საყურებლად საჭიროა, გაიაროთ რეგისტრაცია, შემდეგ ავტორიზაცია და გამოიწეროთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულება თვეში 10 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ამ გვერდიდან ჩარიცხოთ თანხა.
PC/Laptop
სილქ სპორტის ფასიანი არხების კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ საიტზე Silktv.ge. რეგისტრაციის შემდეგ უნდა გაიაროთ ავტორიზაცია და შეიძინოთ ფასიანი პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ამ გვერდიდან ჩარიცხოთ თანხა.
რეალურ დროსთან ჩამორჩენა: საშუალოდ 10 წამი.
Smartphone
სილქ სპორტის ფასიანი არხების სმარტფონში ყურება შესაძლებელია აპლიკაციაში (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის გადმოწერის შემდეგ საჭიროა დარეგისტრირება, ავტორიზაციის გავლა და ფასიანი პაკეტის შეძენა, რომლის ღირებულებაც თვეში 3 ლარია. ამ პაკეტით, სპორტულის გარდა, სხვა ქართული არხების ყურებაც შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ: აპლიკაციაში რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ საჭიროა, გადახვიდეთ თქვენი ანგარიშის გვერდზე და გაააქტიუროთ ფასიანი პაკეტი. ამის შემდეგ უნდა შეხვიდეთ თქვენს პროფილში, ნახოთ თქვენი ანგარიშის ნომერი და ამ ანგარიშის ნომერზე ინტერნეტ ბანკიდან, მობაილ ბანკიდან, სწრაფი გადახდის აპარატიდან ან ამ გვერდიდან ჩარიცხოთ თანხა.
რეალურ დროსთან ჩამორჩენა: საშუალოდ 10 წამი.
Setanta Sports Georgia
სილქ სპორტისგან განსხვავებით Setanta Sports Georgia-s უფასო ვერსია არ აქვს.
გაითვალისწინეთ: Setanta Sports Georgia-ს სატელევიზიო არხებზე ლა ლიგის თამაშები არ გავა. ესპანეთის ჩემპიონატის ყურება შესაძლებელი იქნება Setantasports.com-ის საიტითა და აპლიკაციით.
TV
Setanta Sports Georgia-ს არხების ტელევიზორში საყურებლად საჭიროა, გქონდეთ სილქნეტის ან მაგთის ტელევიზია და გააქტიურებული დამატებითი პაკეტი. სილქნეტის ტელევიზიის შემთხვევაში დამატებითი პაკეტის სახელი არის "სეტანტა სპორტი", ღირს თვეში 5 ლარი და მასში Setanta Sports Georgia-ს სამივე არხი შედის. მაგთის ტელევიზიის შემთხვევაში დამატებითი პაკეტის სახელი არის "Setanta", ღირს თვეში 5 ლარი და მასში შედის Setanta Sports Georgia-ს სამი სპორტული არხი.
თუ არ გაქვს სილქნეტის ან მაგთის ტელევიზია და გაქვს Smart TV (ჭკვიანი ტელევიზორი, სადაც აპლიკაციების ჩაწერა შესაძლებელია), შეგიძლიათ დააყენოთ Setanta Sports-ის აპლიკაცია. აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი, ხოლო თუ გაქვთ მაგთის ტელევიზია და გააქტიურებული გაქვთ სეტანტას სატელევიზიო პაკეტი, მაშინ აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 5 ლარი. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.
PC/Laptop
Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის კომპიუტერში საყურებლად საჭიროა, დარეგისტრირდეთ ამ საიტზე და შეიძინოთ პაკეტი, რომლის ღირებულებაც არის თვეში 13 ლარი. ამ საიტზე შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ლა ლიგა, ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.
რეალურ დროსთან ჩამორჩენა: საშუალოდ 30 წამი.
Smartphone
Setanta Sports Georgia-ს სპორტული კონტენტის ტელეფონში საყურებლად საჭიროა აპლიკაცია (Android ვერსიის გადმოწერა | iOS ვერსიის გადმოწერა). აპლიკაციის ღირებულება არის თვეში 13 ლარი. ამ აპლიკაციაში შეგიძლიათ უყუროთ შემდეგ ტურნირებს: ჩემპიონთა ლიგა, ევროპა ლიგა, ესპანეთის თასი, ესპანეთის სუპერ თასი, პრემიერ ლიგა, სერია A, ლიგა 1, ბუნდესლიგა, ასევე UFC, ჩოგბურთი, კალათბურთი, F1 და სხვა.
რეალურ დროსთან ჩამორჩენა: საშუალოდ 30 წამი.
Telegram
"ბარსელონას" თამაშების საყურებელი ლინკების ნახვა შესაძლებელია ბარსამანიას ტელეგრამ არხზე: t.me/barcamaniage
Livetv.ge
თუ ზემოთ ჩამოთვლილი ვარიანტები არ გაკმაყოფილებთ, უფასო საყურებელი ლინკები შეგიძლიათ ნახოთ საიტზე Livetv.ge. გაითვალისწინეთ, რომ საყურებელ ლინკებზე ხშირ შემთხვევაში არის დაბალი ხარისხის ჩვენება და გვერდები შეიცავს რეკლამებს, რის გამოც ყურება არაკომფორტულია.
როგორ ვუყუროთ Livetv.ge-ზე?
თუ საიტზე შესვლას ვერ ახერხებთ, გამოიყენეთ Public DNS, რომელიც ყველა მოწყობილობაზეა ხელმისაწვდომი. Public DNS-ის დაყენების შემდეგ თქვენი ინტერნეტი იქნება უფრო სწრაფი და დაცული, ასევე შეხვალთ ნებისმიერ დაბლოკილ საიტზე. რეკომენდებულია, რომ Public DNS დაყენდეს ყველა მოწყობილობაზე, მათ შორის სათამაშო კონსოლებზეც. Public DNS-ის დაყენების დეტალური ინსტრუქციები შეგიძლიათ, ნახოთ საიტზე Antiblock.ge.
Livetv.ge-ზე შესვლის შემდეგ აირჩიეთ სასურველი თამაში, რის შემდეგაც ნახავთ ლინკების ჩამონათვალს. სასურველი ლინკის არჩევის შემდეგ გადახვალთ გვერდზე, სადაც თამაშის ყურებაა შესაძლებელი.
კომპიუტერით ყურების შემთხვევაში თამაში ჩაირთვება ავტომატურად, მაგრამ უხმოდ. ხმის ჩასართავად საჭიროა, მარცხენა ზედა კუთხეში დააჭიროთ CLICK HERE TO UNMUTE. ამის შემდეგ ახალ გვერდზე გაიხსნება რეკლამა, რომელიც შეგიძლიათ, მაშინვე დახუროთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც ხმაც ჩაირთვება.
მობილურით ყურების შემთხვევაში, შესაძლოა, ამოგიგდოთ ინფორმაცია VPN-ის შესახებ. ეს უბრალო რეკლამაა და საჭიროა, ეს გვერდი გათიშოთ. ამ პროცედურის გავლა, შესაძლოა, დაგჭირდეთ რამდენჯერმე, რის შემდეგაც თამაში ჩაირთვება.